თბილისში გაზის მიწოდება დროებით შეწყდება — ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ქსელის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 27 მაისს 22:00 საათიდან 28 მაისის 10:00 საათამდე, გაზი დროებით არ მიეწოდება 5 000-ზე მეტ აბონენტს.