22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეა!
დაცულ ტერიტორიებზე წარმოდგენილია საქართველოში გავრცელებული სახეობების 90%-ზე მეტი.
წელს ამ დღის მთავარი გზავნილი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრების აუცილებლობას და ბიომრავალფეროვნების როლს ქვეყნების მდგრად განვითარებაში.
სახელმწიფოსთვის საქართველოს უნიკალური ბიომრავალფერვონების დაცვა და აღდგენა პრიორიტეტულია, რისთვისაც:
- ვავლენთ ტყის უკანონო ჭრის, უკანონო ნადირობისა და თევზჭერის ფაქტებს;
- ვახორციელებთ ტყის მოვლა-აღდგენით ღონისძიებებს;
- ვაფართოებთ დაცულ ტერიტორიებს;
- დავიწყეთ ნაკადულის კალმახის და ქურციკების პოპულაციების აღდგენის პროექტები;
- მოვაწყვეთ კაკბისა და კოლხური ხოხბის საშენი მეურნეობები;
- ვზრუნავთ გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე;
- ხელს ვუწყობთ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას 2030 წლისთვის.