საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით, №11 არასრულწლოვანთა პენიტენციურ დაწესებულებაში ბოლო ზარის ღონისძიება გაიმართა.
საჯარო სკოლის დასრულების სერთიფიკატი წელს 9 მსჯავრდებულმა მიიღო. ბოლო ზარი დაწესებულებაში სიმბოლურად აღინიშნა — მსჯავრდებულებისთვის გაიმართა კონცერტი, რომელიც პოპულარული მუსიკალური ჯგუფის, „ღამის შოუს ბენდის“ მონაწილეობით ჩატარდა. მუსიკოსებმა სკოლის დამთავრება მიულოცეს ახალგაზრდა მსჯავრდებულებს და რამდენიმე ნომერი მათთან ერთად შეასრულეს.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). სკოლის დამთავრება პენიტენციურ დაწესებულებაში — როგორ აღნიშნეს ბოლო ზარი №11 დაწესებულებაში. 20 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/სკოლის-დამთავრება-პენიტე/
