თბილისი ენერჯის მიერ გავრცელებული განცხადებით, ავარიის შედეგად დაზიანებული გაზმომარაგების ქსელის სარემონტო სამუშაოების გამო, ხუთშაბათს – 15 მაისის 09:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე გაზის მიწოდება ისნის რაიონის 7 700 აბონენტს შეუწყდება.
მათივე ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 15 მაისის 15:00 საათიდან და დასრულდება 21:00 საათამდე.
“თბილისი – ენერჯი ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო.
გთხოვთ, ყურადღებით იყავით. არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში” – წერია განცხადებაში.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია