შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისიკონკურსი, რომელსაც მთელი მსოფლიო უყურებს — საბავშვო ევროვიზია 2025 თბილისში ჩატარდება

კონკურსი, რომელსაც მთელი მსოფლიო უყურებს — საბავშვო ევროვიზია 2025 თბილისში ჩატარდება

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) ოფიციალურად დაადასტურა, რომ საბავშვო ევროვიზია 2025 წელს თბილისში გაიმართება.
ღონისძიების თარიღად 13 დეკემბერი განისაზღვრა.

საქართველო საბავშვო ევროვიზიის მასპინძელი ქვეყანა უკვე მეორედაა — პირველად ფესტივალი თბილისში 2017 წელს ჩატარდა.
მაშინ ღონისძიებამ უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა ორგანიზაციისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ხელმძღვანელმა, მარტინ გრინმა აღნიშნა:

“ერთი სული გვაქვს, როდის დავბრუნდებით საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც საბავშვო ევროვიზიისადმი განსაკუთრებული შემართებით გამოირჩევა. საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაამტკიცა, რომ ბრწყინვალე შოუს შექმნა შეუძლია და ეს გვაძლევს რწმენას, რომ წელს იქნება გამორჩეული კონკურსი, რომელიც მონაწილეებსა და მაყურებელს დაუვიწყარი მოგონებებით აავსებს”.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ კონკურსის განმეორებით მასპინძლობა დიდი პატივია:

“ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა და ვაპირებთ, აქამდე არნახულად მასშტაბური და საინტერესო შოუ შემოგთავაზოთ”, — აღნიშნავს ბერძენიშვილი, — “მოუთმენლად ველოდებით, როდის ვუმასპინძლებთ ნიჭიერ ახალგაზრდებს და ფანებს მთელი მსოფლიოდან და როდის გავუზიარებთ მათ ჩვენს მდიდარ კულტურას, მემკვიდრეობასა და სტუმარმასპინძლობის ტრადიციას”.

საბავშვო ევროვიზიის 2024 წლის გამარჯვებული სწორედ საქართველოა —
11 წლის ანდრია ფუტკარაძემ, გიგა კუხიანიძის სიმღერით “დედას”, ქვეყანას რეკორდული, მეოთხე გამარჯვება მოუტანა.
ანდრიას გამოსვლას 16 მონაწილე ქვეყნიდან 12-მა უმაღლესი შეფასება მიანიჭა.

გამარჯვების შემდეგ საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროვიზია ჯუნიორის 2025 წლის მასპინძლობის სურვილი ოფიციალურად დააფიქსირა.

ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რომელი ადგილი უმასპინძლებს საბავშვო ევროვიზიას თბილისში.
შეგახსენებთ, რომ 2017 წელს კონკურსი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა.

ამ დროისთვის საბავშვო ევროვიზია 2025-ზე მონაწილეობის სურვილი 10-მა ქვეყანამ გამოთქვა.
მათ შორისაა კონკურსის პირველი გამარჯვებული — ხორვატია, რომელიც ევროვიზიას 11-წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

  სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ - ამინდი უარესდება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი