პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, პარაკლისი აღევლინება და საზეიმო მსვლელობა მოეწყობა

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, პარაკლისი აღევლინება და საზეიმო მსვლელობა მოეწყობა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“როგორც მოგეხსენებათ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.

მიმდინარე წლის 17 მაისს, 13:00 საათზე, მცხეთა-თბილისის ეპარქიის (ასევე რუსთავიდან) სამღვდელოება და სამრევლოების წევრები შეიკრიბებიან ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სადაც 14:00 საათზე აღევლინება პარაკლისი და დაიწყება საზეიმო მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ.

ტაძრების წინამძღვრებს მიეცათ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევა, მრევლთან ერთად ჩაერთონ ლოცვით მსვლელობაში”, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

  რომელი კომპანია ააშენებს ანაკლიის პორტს - გადაწყვეტილება მიღებულია
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი