„უწყების შესაბამისი სამსახურები მუშაობენ მორიგი ცრუ შეტყობინების ფაქტზე“-სუს-ის კომენტარი აშშ-ის საელჩოს გაფრთხილებაზე

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ გამაფრთხილებელ განცხადებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კომენტარი გაკეთდა:

„სუს-ის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ მორიგი ცრუ შეტყობინების ფაქტზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფები მუშაობენ მორიგ ცრუ შეტყობინებაზე.

მოქალაქეთა უსაფრთხოება სამსახურის უმთავრესი პრიორიტეტია და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სამსახური ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას ახორციელებს.მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომდგენლებს, პატივი სცენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან.”

საქართველოში აშშ-ის საელჩომ საკუთარი მოქალაქეების გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საელჩომ თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის აფეთქების საფრთხის შესახებ შეიტყო.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „უწყების შესაბამისი სამსახურები მუშაობენ მორიგი ცრუ შეტყობინების ფაქტზე“-სუს-ის კომენტარი აშშ-ის საელჩოს გაფრთხილებაზე. 7 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/უწყების-შესაბამისი-სამს/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi