შაბათი, მაისი 10, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბებიMet Gala 2025 გამორჩეული ლუქები და დიზაინერები

Met Gala 2025 გამორჩეული ლუქები და დიზაინერები

2025 წლის Met Gala, რომელიც 5 მაისს გაიმართა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში, წელს განსაკუთრებულად შთამბეჭდავი იყო. ღონისძიების თემა — „Superfine: Tailoring Black Style“ —

ყველაზე მოდური ლუქებით წარდსდგნენ მსოფლიო ვარსკვლავები, ღონისძიება შთაგონებული იყო მონიკა ლ. მილერის წიგნით და შავი დენდისტური სტილის მემკვიდრეობით. დრესკოდი „Tailored for You“ კი სტუმრებს სთავაზობდა ინდივიდუალური ინტერპრეტაციის თავისუფლებას, რაც მრავალფეროვანი და გამორჩეული ლუქების საფუძველი გახდა.

გამორჩეული ლუქები და ვარსკვლავები

რიანა მარკ ჯეიკობსის მკაცი ლუქით გამოჩნდა, რომელიც არა მხოლოდ თემატურად შეესაბამებოდა ღონისძიებას, არამედ მისი ორსულობის გამოცხადებაც გახლდათ

ყველაზე მოდური ლუქები

ტეიანა ტეილორი თავად შექმნილ წითელ კოსტიუმში გამოჩნდა, რომელიც ჰარლემის დენდისტურ სტილს ასახავდა.

ჯანელ მონე ტომ ბრაუნის დეკონსტრუირებული კოსტიუმით და საათის მონოკლით, ავანგარდული დენდისტური სტილის სიმბოლოდ იქცა.

ზენდაიამ ლუი ვიტონის თეთრი კოსტიუმით ბიანკა ჯაგერის ელეგანტურობა გააცოცხლა.

დიანა როსი 18 ფუტის სიგრძის შალის კაბით გამოჩნდა, რომელზეც მისი შვილებისა და შვილიშვილების სახელები იყო ამოქარგული.

ყველაზე მოდური ლუქები

დიზაინერები და კულტურული მემკვიდრეობა

ღონისძიებაზე შავმა ქვიარ დიზაინერებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს:

კრისტოფერ ჯონ როჯერსიმ მრავალი ვარსკვლავი, მათ შორის კოლ ესკოლა ფერადოვან და ექსცენტრიულ კოსტიუმებში გამოაწყვეს.

მაქსიმილიან დევისი ფერაგამოს კრეატიული დირექტორი, პალომა ელსესერს, ლაკიტ სტენფილდს და აიო ედებირს ელეგანტური დიზაინებით გამოირჩეოდნენ.

პოლ ტაზუელიმ თეატრალური კოსტიუმების დიზაინერმა, შთამბეჭდავი კოსტიუმები შექმნა ჩაპელ როანისა და ჯანელ მონესთვის.

ოლივიე რუასტინგი ბალმენის კრეატიული დირექტორი, როსალიასა და სხვებისთვის სტრუქტურული და თამამი კოსტიუმების ავტორია.

სერჯიო ჰადსონის ექსპერიმენტული კოსტიუმებით დაახლოებით 18 ვარსკვლავი წარსდგა.

იბ კამარმ Off-White-ის კრეატიულმა ლიდერმა, კამალა ჰარისისა და ლა ლა ენტონისთვის სტილისტურად დახვეწილი ლუქები შექმნა.

თები მაგუგუ სამხრეთ აფრიკის დიზაინერი გახლავთ, რომელმაც აფრიკული მემკვიდრეობა თანამედროვე კუტიურში გადაიტანა, აურორა ჯეიმსისა და აივი გეტისთვის.

ლაქუან სმიტმა სენსუალობა და მკაცრი ნაკერი დააბალანსა, მან ჰოლი ბერისა და საკუთარი თავისთვის თვალსაჩინო კოსტიუმები შექმნა.

  „ვზივარ სამსახურში და ცრემლები თავისით მომდის“ - რამ აუჩუყა გული დათო ლიკლიკაძეს

2025 წლის Met Gala იყო კულტურული მემკვიდრეობის, ინდივიდუალური თვითგამოხატვისა და მოდის ინოვაციის ზეიმი. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მოდა არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ სოციალური და კულტურული დიალოგის საშუალებაა.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

author avatar
Tamar Pitskhelauri
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი