შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისი„ქოლგა თბილისი ფოტო “ იწყება — იხილეთ სრული პროგრამა

„ქოლგა თბილისი ფოტო “ იწყება — იხილეთ სრული პროგრამა

2 მაისიდან 6 მაისის ჩათვლით, თბილისი თანამედროვე ფოტოგრაფიის საერთაშორისო ცენტრად იქცევა —  „ქოლგა თბილისი ფოტო“ იწყება, რომელიც წელს უკვე 24-ედ გაიმართება.

ფოტოკვირეული თიბისის მხარდაჭერით ჩატარდება და უმასპინძლებს მრავალფეროვან გამოფენებს, საგანმანათლებლო ვორქშოფებსა და შეხვედრებს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ავტორების მონაწილეობით.

2 მაისს 19:30 საათზე გაიხსნება ფესტივალის მთავარი ღონისძიება — „ქოლგა 2025“ ფოტოკონკურსის დაჯილდოება, სადაც გამოვლინდებიან წლის საუკეთესო ფოტოგრაფები შემდეგ ნომინაციებში:

  • დოკუმენტური სერია
  • რეპორტაჟი
  • კონცეპტუალური ფოტოპროექტი
  • ერთი კადრი
  • მობილური ერთი კადრი
  • სპეციალური პრიზები

გახსნის მუსიკალური მასპინძელია ჯგუფი Tape Visitors.

ადგილი: ფექტორი თბილისი, დავით ბაქრაძის ქ. N3.

ფესტივალის ფარგლებში ფოტოგრაფიის მოყვარულებს ელოდებათ:

2 მაისი 19:30 | ფოტოკონკურსი ქოლგა 2025, გახსნის ცერემონია. მუსიკალური მასპინძელი “Tape Visitors” | ფექტორი თბილისი, დავით ბაქრაძის ქ. N3.

3 მაისი 10:00 | პორტფოლიოს განხილვის სესია: ჩარლზ ფორდი, ჯაილზ კლარკი, ბაირონ სმითი, ანდრეს ბირგერი | დიზაინის ინსტიტუტი, დიმიტრი უზნაძის ქ. 82.

3 მაისი 13:00 | ანდერს ბირგერის ვორქშოფი: A workshop on your future |დიზაინის ინსტიტუტი, დომიტრი უზნაძის ქ. 82.

3 მაისი 18:00 | ჩარლზ ფორდი, გამოფენა: Fleeting Narratives: Street Photos 80s-90s | გალერეა ფოტოატელიე, პავლე ინგოროყვას ქ. 14.

3 მაისი 19:00 | მარიო ლასალანდრა, გამოფენა: Poets, Masks, Actors, Ghosts. Photographs from 1962 – 2017 | მარიო ლასალანდრას სურეალისტური პერფორმანსი1„ ს „მაჯიკოს“ ირაკლი ნასიძისეული რეინტერპრეტაცია რინა ჩერნაიას მონაწილეობით — ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი | შოთა რუსთაველის გამზ. 27.

4 მაისი 11:30 | ოთარ ყარალაშვილისა და ანდრეას ოეტკერ-კასტის ხელმძღვანელობით ფოტოწიგნის ვორქშოფი |დიზაინის ინსტიტუტი, დიმიტრი უზნაძის ქ. 82.

4 მაისი 12:00 | ჩარლზ ფორდის სამუშაო შეხვედრა: ქუჩის ფოტოგრაფია – მოულოდნელის მოხელთება გაიმართება |დიზაინის ინსტიტუტი, დიმიტრი უზნაძის ქ. 82.

  ვარდისფერი ყველი – გაიგე, რისი ნიშანია ეს ფერი და რამდენად სახიფათოა

4 მაისი 18:00 | ბაირონ სმიტი, გამოფენა: Testament ‘22 | ვასილ პეტრიაშვილის ქ. 1.

4 მაისი 18:00 | ზურაბ არაბიძე, გამოფენა: მომაკვდინებელი დუმილი|ვასილ პეტრიაშვილის ქ. 1.

  კარგი ამბავი: გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შედის - ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს

5 მაისი 18:00 | Byron Smith ლექცია: Focal Points: Navigating Narratives through Photographs | თიბისი კონცეპტის მულტიფუნქცუიური სივრცე | კოტე მარჯანიშვილის ქ. 7.

5 მაისი 19:00 | Giles Clarke, ლექცია: Covering the Civilian Cost of Conflict | თიბისი კონცეპტის მულტიფუნქცუიური სივრცე | კოტე მარჯანიშვილის ქ. 7.

6 მაისი 18:00 | ანა ყაჭეიშვილი, გამოფენა: LOST HIGHWAY – Art Conference Tbilisi | გიორგი წერეთლის გასასვლელი 4.

6 მაისი 19:00 | თაკო რობაქიძე, National Geographic საქართველო – პანკისის ხეობის ხმები – მელიკ აზარიანცის სახლი |შოთა რუსთაველის გამზ. 37.

ფესტივალი 2002 წლიდან საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებად იქცა, რომელიც ხელს უწყობს თანამედროვე ფოტოგრაფიის პოპულარიზაციას, აერთიანებს ახალგაზრდა და გამოცდილ ხელოვანებს და ხელს უწყობს კულტურულ და პროფესიულ განვითარებას.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი