Galt & Taggart-ის უახლესი კვლევის მიხედვით, 2025 წლის მარტში თბილისში ჯამურად 3 078 ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 3%-იანი ზრდაა. მიუხედავად ამისა, ეს მაჩვენებელი 10%-ით ჩამოუვარდება 2023 წლის მარტის მონაცემს.
კვლევის მიხედვით, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა შენელებული რჩება, რაც მყიდველების სიფრთხილეს და ინვესტორების მოლოდინს ასახავს. პირველადი ბაზრის ფასები კვლავ იზრდება, თუმცა ზრდის ტემპი შესუსტებულია.
კვ.მ-ის ფასმა მიმდინარე წლის მარტში 1 330 დოლარს შეადგენდა, რაც 5%-იანი წლიური ზრდაა.
საშუალო ქირის ფასი — დაახლოებით 9.5 დოლარი კვ.მ-ზე (50-60 კვ.მ ბინებისთვის).
2025 წლის პირველ კვარტალში თბილისში ჯამში 9 286 ბინა გაიყიდა, რაც 671.7 მილიონი დოლარისბრუნვას შეესაბამება.
- მშენებლობის ნებართვები:
მარტში გაიცა 17 ახალი ნებართვა, ჯამურად 160 975 მ² საცხოვრებელი ფართობით (7.3%-იანი ზრდა თებერვალთან შედარებით).
თუმცა პირველი კვარტლის ჯამში გაცემული ნებართვები 7%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.
2025 წლის აპრილში კვლევაში მონაწილეობა მიიღო 20-მა სისტემურმა დეველოპერმა, რომლებიც თბილისში 90-ზე მეტ პროექტს ახორციელებენ და პირველადი ბაზრის 40%-ს მოიცავენ.
გამოკითხვის ძირითადი მიგნებები:
- გაყიდული ბინების რაოდენობა მარტში 11.3%-ით შემცირდა
- გაყიდული ფართობი — 6.3%-ით ნაკლებია
- შიდა პოლიტიკური სენტიმენტი ერთ-ერთ მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად დასახელდა
- იმ პროექტებში, რომლებიც 2025 წელს სრულდება, ბინების 79% უკვე გაყიდულია
- გაყიდვების უმეტესი ნაწილი შიდა განვადებაზე მოდის
- ისრაელის მოქალაქეების წილი გაყიდვებში გაიზარდა და 13%-ს მიაღწია.
მიუხედავად მოთხოვნის დროებითი შემცირებისა, თბილისის უძრავი ქონების ბაზარი ინარჩუნებს საინვესტიციო მიმზიდველობას. ფასები სტაბილურად იზრდება, მშენებლობა გრძელდება და უცხოელი მყიდველების წილი მატულობს, რაც ბაზრის დივერსიფიცირებაზე მიუთითებს.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია