თბილისში, ბორჯომის სადგურის რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს მომხდარი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.
შემთხვევის ადგილას იმუშავეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა. მათ მიერ ხანძრის ჩაქრობის პარალელურად ჩატარდა პაციენტების ევაკუაცია მიმდებარე კლინიკებიდან.
როგორც სახანძრო-სამაშველოს მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან მუსელიანმა განაცხადა, დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ არსებობს.
„რაც შეეხება მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კლინიკებს, აღნიშნული კლინიკებიდან მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა პაციენტების ევაკუაცია. დაშავებულების შესახებ, ამ ეტაპზე, ინფორმაცია არ გვაქვს. 15 000 კვადრატზე არის დაახლოებით დამწვარი შერეული ბაზრობის ტერიტორია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების ქრობის სამუშაოები,“ — აღნიშნა მუსელიანმა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განაგრძობს ტერიტორიის შესწავლასა და კონტროლს.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). თბილისში, ე.წ. ბორჯომის ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. 30 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/თბილისში-ე-წ-ბორჯომის-ბაზ/
