ოთხშაბათი, აპრილი 30, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისიNational Geographic-ის ამერიკული გამოცემის ფოტოგრაფმა თბილისში შემეცნებითი შეხვედრა გამართა

National Geographic-ის ამერიკული გამოცემის ფოტოგრაფმა თბილისში შემეცნებითი შეხვედრა გამართა

თბილისში, “რადისონ ბლუ ივერიაში”, სილქნეტისა და ჟურნალ National Geographic საქართველოს ორგანიზებით გაიმართა მორიგი შემეცნებითი შეხვედრა.
ღონისძიებაზე სპეციალურად მოწვეულმა სტუმარმა — ამერიკული National Geographic-ის გამოცდილმა ფოტოგრაფმა მარკ თისენმა — საკუთარ მრავალწლოვან კარიერულ გამოცდილებაზე, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გადაღებულ უნიკალურ ისტორიებსა და კადრს მიღმა განვითარებულ ამბებზე ისაუბრა.

მარკ თისენი 1990 წლიდან არის National Geographic-ის შტატიანი ფოტოგრაფი. იგი აშუქებდა ტყის მძვინვარე ხანძრებს, ქმნიდა სტუდიურ პორტრეტებს, ასევე ასახავდა უნიკალურ არტეფაქტებსა და მულაჟებს.

მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც აპრილში ჟურნალ National Geographic საქართველოს ნომერში დაიბეჭდა, იყო სტატია „სხვა ადამიანების ძიებაში“. პროექტში პალეოანთროპოლოგებისა და პალეოარტისტის კოლაბორაციით წარმოდგენილია ადამიანის მინიმუმ ექვსი სახეობის ახლებური ვიზუალი.

სილქნეტის და National Geographic საქართველოს ორგანიზებით შემეცნებითი შეხვედრები 2022 წლიდან ტარდება. შეხვედრები ინტერაქტიურ ფორმატში იმართება და მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ პირდაპირ კითხვები დაუსვან სპიკერებს.
ყველა ლექციის ვიდეოჩანაწერი ხელმისაწვდომია SilkTV-ის ვიდეოთეკაში.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

author avatar
Ani Davidiani
  გედია უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს - სოსო ჯაჭვლიანი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი