ფრანგი დიჯეი John Bowtie საქართველოში დაუკრავს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

2 მაისს, თბილისის ისტორიის მუზეუმ „ქარვასლაში“, ცნობილი ფრანგი დიჯეი და პროდიუსერი John Bowtie საკუთარ მუსიკალურ შოუს გამართავს.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, ეს John Bowtie-ის პირველი ვიზიტია საქართველოში. არტისტი ცნობილია თავისი მრავალფეროვანი მუსიკალური სტილით, რომელიც ჰაუსს, დისკოსა და ტექნოს აერთიანებს. მისი სეტები არაერთხელ გაჟღერებულა მსოფლიოს წამყვან კლუბებსა და ფესტივალებზე.

John Bowtie არის Moojo-ს ლეიბლ CALAMAR RECORDS-ის ერთ-ერთი აქტიური წევრი და ამავე ლეიბლზე 2021 წელს გამოსული სინგლით საერთაშორისო წარმატებას მიაღწია.

2 მაისის საღამოს მუსიკალურ პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ადგილობრივი სცენის წარმომადგენლები: ANGELS NOISE, MIRRAN, ENQ და CASPER KAY, რომლებიც თავიანთ ენერგიულ სეტებს წარადგენენ.

- Advertisement -
Ad imageAd image

ღონისძიება თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლაში“ 23:00 საათზე დაიწყება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია პლატფორმაზე tkt.ge.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ფრანგი დიჯეი John Bowtie საქართველოში დაუკრავს. 26 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ფრანგი-დიჯეი-john-bowtie-საქართველ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi