ლიკა ქორქია ცნობილი ქართველი მოდელი და ტელეწამყვანია, რომელიც საზოგადოებაში თავისი სილამაზით, დახვეწილი სტილითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევა.
მისი კარიერა მედიასა და მოდის სფეროში წლების განმავლობაში წარმატებით ვითარდებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში ის უფრო მეტად იცავს პირად სივრცეს, ნაკლებად ჩნდება კამერების წინ და მხოლოდ სოციალურ ქსელში აქტიურობით შემოიფარგლება.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლიკუნა ქორქიამ მეორედ იქორწინა. მისი რჩეული ბიზნესმენი გიორგი ასლამაზაშვილი გახდა:
ძალიან კარგად ვარ, ბედნიერად, მართლა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. რაც მთავარია ძალიან კარგად ვართ, ბედნიერად და კიდევ უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს გავხდით ერთად ჩვენს ცხოვრებას“, – თქვა ლიკუნამ „ამბებთან“ ინტერვიუში.