თბილისში „მაკდონალდს საქართველოს“ 26-ე რესტორანი გაიხსნა — ახალი მისამართი ვაჟა-ფშაველას გამზირზე

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, დელისის მეტროს მიმდებარედ, „მაკდონალდს საქართველოს” რიგით 26-ე რესტორანი გაიხსნა. ახალი სივრცე თანამედროვე სტანდარტებით არის მოწყობილი და მომხმარებლებს ინოვაციურ, მათ შორის შშმ პირებისთვის სრულად ადაპტირებულ ინფრასტრუქტურას სთავაზობს.

რესტორანი აერთიანებს ღია და დახურულ დასაჯდომ სივრცეებს, გამწვანებულ გარემოსა და თვითმომსახურების განახლებულ კიოსკებს. დამონტაჟებულია სწრაფი დამტენები და ხელმისაწვდომია QR კოდით წინასწარი შეკვეთის ფუნქცია. სტუმრებს ასევე დახვდებათ მაკკაფეს განყოფილება, დესერტებითა და არომატული ყავით.

ახალი ობიექტი „მაკდონალდს საქართველოსთვის“ სიმბოლურია — ბრენდი საქართველოში ოპერირების 26-ე წელს 26-ე რესტორანს ხსნის. სივრცე 145 სტუმარზეა გათვლილი და სამუშაო ადგილებით 100-მდე ადამიანს უზრუნველყოფს.

გახსნის პირველივე დღეს „მაკდონალდსმა“ საქველმოქმედო ფონდის „მომავლის გზის“ ბენეფიციარებს უმასპინძლა და მათთვის გასართობი აქტივობები მოაწყო. ახალი რესტორნის გახსნასთან დაკავშირებით, მაკდონალდსის აპლიკაციაში სპეციალური შეთავაზებაც გამოჩნდა — ბიგ მაკ მენიუ ფასდაკლებით 24 აპრილის ჩათვლით.

- Advertisement -
Ad imageAd image

თბილისში უკვე 19 რესტორანია მოქმედი, ხოლო ქვეყნის მასშტაბით მათი რაოდენობა 26-ს აღწევს. კომპანია 2025 წელს კიდევ რამდენიმე ახალი ობიექტის გახსნას და მსხვილი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). თბილისში „მაკდონალდს საქართველოს“ 26-ე რესტორანი გაიხსნა — ახალი მისამართი ვაჟა-ფშაველას გამზირზე. 23 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/თბილისში-მაკდონალდს-საქ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi