მეზობელ ქვეყნებს შორის საქართველოში კვერცხი ყველაზე ძვირია

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ქვეყნების მიხედვით, სუპერმარკეტებში კვერცხი (სტანდარტული 12-ცალიანი შეფუთვა) ყველაზე ძვირი შვეიცარიაშია და 7.37 დოლარი ღირს, ყველაზე იაფი კი ინდოეთშია. ამ შემთხვევაში ფასი 97 ცენტს შეადგენს.

Numbeo-ს რეიტინგიდან ირკვევა, რომ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში კვერცხი ყველაზე ძვირია. კერძოდ, 126 ქვეყანას შორის საქართველოს 72-ე ადგილი ერგო. მონაცემების მიხედვით, 12-ცალიანი შეფუთვის ფასი აქ საშუალოდ 2.35 დოლარს შეადგენს.

საქართველოს რეიტინგში მოსდევს თურქეთი, სადაც კვერცხის საშუალო ფასი 2.31 დოლარია (73-ე ადგილი). 74-ე ადგილი დაიკავა სომხეთმა, სადაც მარკეტებში კვერცხის ფასი 2.3 დოლარს შეადგენს.

აღნიშნულ ქვეყნებს მოსდევს რუსეთი, რომელმაც რეიტინგში 1.74 დოლარით 105-ე ადგილი დაიკავა. ყველაზე იაფი კი სამეზობლოს ქვეყნებს შორის კვერცხი აზერბაიჯანში ღირს. უფრო კონკრეტულად, 12-ცალიანი შეფუთვის ღირებულება აქ 1.4 დოლარს შეადგენს, რითაც აზერბაიჯანი 120-ე ადგილზეა.

- Advertisement -
Ad imageAd image

Numbeo-ს თანახმად, კვერცხი ყველაზე ძვირი შემდეგ ხუთ ქვეყანაში ღირს:

  • შვეიცარია – 7.37 დოლარი;
  • ისლანდია – 6.36 დოლარი;
  • ახალი ზელანდია – 6.35 დოლარი;
  • ბარბადოსი – 5.39 დოლარი;
  • დანია – 4.95 დოლარი.

რაც შეეხება იმ ქვეყნებს, სადაც კვერცხი ფასი ყველაზე დაბალია, ხუთეული ასე გამოიყურება:

  • ინდოეთი – 0.97 დოლარი;
  • ირანი – 1.14 დოლარი;
  • პაკისტანი – 1.19 დოლარი;
  • ბანგლადეში – 1.21 დოლარი;
  • ბელარუსი – 1.3 დოლარი.

წყარო

#drpkhakadze

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). მეზობელ ქვეყნებს შორის საქართველოში კვერცხი ყველაზე ძვირია. 19 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მეზობელ-ქვეყნებს-შორის-ს/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi