პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისითბილისის საბაგირო გზის ისტორია — როგორ იქცა ძველი მარშრუტი თანამედროვე ტრანსპორტად

თბილისის საბაგირო გზის ისტორია — როგორ იქცა ძველი მარშრუტი თანამედროვე ტრანსპორტად

თბილისის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი დინამიკური განვითარებით, განსაკუთრებით ბოლო საუკუნეში. 1957 წელს თბილისში პირველად ამოქმედდა საბაგირო გზა, რომელიც რუსთაველის გამზირს მთაწმინდის პარკთან აკავშირებდა. ამ გზის სიგრძე 906 მეტრი იყო, რომელზეც ორი, 25 ადგილიანი ვაგონი, 6 მეტრ/წამის სიჩქარით მოძრაობდა.

თბილისის საბაგირო
#image_title

1966 წელს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საბაგირო გზა გაიხსნა ვაკე-კუს ტბას შორის, რომლის სიგრძე 1140 მეტრი იყო. 1990-იანი წლების დასაწყისამდე თბილისში ფუნქციონირებდა 5 საბაგირო გზა, მათ შორის ერთ-ერთი 1986 წელს გაიხსნა სამგორისა და ვაზისუბანს შორის. საბაგირო გზების ქსელი ასევე მოიცავდა საბურთალო (ნუცუბიძის ქუჩა) – ლისის ტბის, ასევე უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსსა და ბაგების საერთო საცხოვრებლებს შორის მიმოსვლას.

თბილისის საბაგირო
#image_title

თბილისის საბაგირო გზების განვითარების პროცესმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქალაქის ტრანსპორტის სისტემაში, რადგან ეს გზა არა მხოლოდ ტურისტების, არამედ ყოველდღიური მგზავრების ტრანსპორტირებისათვისაც აქტუალური გახდა.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

  ახალი ჩატბოტი თქვენს 60 წლის ვერსიასთან გასაუბრების საშუალებას გაძლევთ
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი