ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბები"მე ვაფრენ", "მიყვარხარ! მაგრამ ამ სიტყვას ახლა, იაფი სცენის სურნელი ახლავს" -...

“მე ვაფრენ”, “მიყვარხარ! მაგრამ ამ სიტყვას ახლა, იაფი სცენის სურნელი ახლავს” – ბილბორდული სიყვარული

მახვილი თვალი არ გჭირდება, რომ რუსთავი-თბილისის გზის საკმაოდ გრძელ მონაკვეთზე გაკეთებული სასიყვარულო წარწერები შენიშნო.

პირველი წარწერა ფონიჭალაშია, ბილბორდზე – ”ნინი მიყვარხარ”.

თუ შერლოკ ჰოლმსის ”დედქუციურ მეთოდს” გამოვიყენებთ, იოლი მისახვედრია, რომ გოგონა ამ უბანში უნდა ცხოვრობდეს, რადგან რუსთავიდან ფონიჭალამდე სხვა წარწერა არსადაა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, არც რაიმე ისეთი ადგილია, სადაც წარწერის გაკეთება შეიძლება და შეყვარებულმა რომეომ სწორედ პირველსავე მოსახერხებელ ადგილზე დატოვა საქვეყნო მესიჯი, თავისი ჯულიეტასთვის.

ამ ბილბორდის მოპირდაპირე მხარეს ეზოდან გამოსასვლელია და გზის ნაპირზე მდგარი მაღაზიის კედელზე, ისევ მწვანე საღებავით შესრულებული წარწერა გვაუწყებს: ”მიყვარხარ მაგრამ ამ სიყვარულს იაფი სცენის სურნელი ასდის”.

ისევ ”დედუქციურ მეთოდს” თუ მოვიშველიებთ, ნინი ამ ეზოში უნდა ცხოვრობდეს…

როგორც მივხვდი, ეს ოთარ ჭილაძის ძალიან ლამაზი ლექსის – ”გამოთხოვება” – მიხედვითაა დაწერილი… თუმცა, ცოტა გადაკეთებულია, მაგრამ წარწერის ავტორს უგრძნია:

მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !

მაგრამ ამ სიტყვას ახლა

იაფი სცენის სურნელი ახლავს…

ამბობს გენიოსი შემოქმედი… წარწერის ავტორს კი თავისებური ხედვა აქვს, თუმცა გასაკვირი სულაც არაა, სიყვარული ხომ აბრმავებს, აყრუებს და ამუნჯებს ადამიანს…

5-6 კილომეტრის შემდეგ ავტოპროფილაქტორიუმის კედელზეც მოზრდილი წარწერაა – ”შენ ზღვას ჰგავხარ დამშვიდებულს. ნინი” და რამდენიმე მეტრში, – ვულკანიზაციის კედელზე _ ”სულს მოქცემ”.

ნუ, აქ ეს ”ქ” ცოტა ”უტეხავს” ავტორს, მაგრამ გულითაა დაწერილი და ალბათ ეპატიება.

კიდევ 2-3 კილომეტრში, ავტოგასამართი სადგურის კედელზე ვრცელი წარწერაა – ”იმდენს ვფიქრობ, რომ შემიძლია, შეგეხო”…

ყველგან, სადაც ფოტოები გადავიღე, ვიკითხე, – წარწერის ავტორს ხომ არ იცნობთ მეთქი? მხრებს იჩეჩდნენ – არაო…

გზის მთელ მონაკვეთზე, ასეთივე ფერის საღებავით, ”სხვა თემაზე” ერთი წარწერაა მხოლოდ – ”ვულკანიზაცია”…

იქნებ წარწერების ავტორი იქ მუშაობს?

მართლაც საინტერესოა, ვინაა შეყვარებული და რომანტიკული რომეო…

გაჭრა თუ არა სიყვარულის ახსნის ასეთმა მეთოდმა და უპასუხა თუ არა მის გრძნობებს ნინიმ…

  როგორ აღნიშნა შორენა ბეგაშვილმა ვალენტინობა ვენეციაში? - მსახიობი ძვირად ღირებული ნივთების კადრებს აქვეყნებს

თუ რომელიმე მათგანი გამოგვეხმაურება, დიდი სიამოვნებით მოვისმენთ მათი ცალმხრივი თუ ორმხრივი (იმედია) სიყვარულის ამბავს.

მოკლედ, ჩემი ვერსია ასეთია (”დედუქციური მეთოდით” რომ დავადგინე) – ვულკანიზაციაში მომუშავე, ახალგაზრდა, რომანტიკული მამაკაცი, რომელსაც უყვარს ოთარ ჭილაძის შემოქმედება და არ უყვარს სასვენი ნიშნების გამოყენება, ფონიჭალაში მცხოვრებ ნინიზეა შეყვარებული… ის კი სავარაუდოდ, მის გრძნობას არ პასუხობს…

ისე, ნეტავ ნინიმ იცის, რომ ეს წარწერები ამს ეკუთვნის?

და ბოლო წარწერა – ”მე ვაფრენ”…

რომეო! სიყვარულმა შენ კი არა, გადარია ტარიელი…

ჟურნალი “გზა”

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.