ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასაქართველოს აეროპორტების გაერთიანება სააღდგომოდ შიდა ფრენების მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სააღდგომოდ შიდა ფრენების მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით 4 ავიარეისს ნიშნავს. დამატებითი ავიარეისები ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტების მიმართულებით 17 და 22 აპრილს შემდეგი განრიგით შესრულდება:

17 აპრილი: ნატახტარი – მესტია, გაფრენა- 13:15 საათზე, ამბროლაური – ნატახტარი გაფრენა -14:45 საათზე.

17 აპრილი: ნატახტარი – ამბროლაური, გაფრენა – 16:30 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა – 17:45 საათზე.

22 აპრილი: ნატახტარი -მესტია, გაფრენა – 13:15 საათზე, ამბროლაური- ნატახტარი გაფრენა – 14:45 საათზე.

22 აპრილი: ნატახტარი – ამბროლაური, გაფრენა – 16:30 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა 17:45 საათზე;

შეგახსენებთ, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით ცალმხრივი ბილეთის ფასი- 90 ლარს შეადგენს, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 0-დან 3-წლამდე ჩვილების მგზავრობა უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/en/tickets

ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

  „დღეს ჩვენი პრობლემაა, რომ ვერ ვხვდებით, როგორ ვშორდებით ღმერთს და მისი მცნებების წინააღმდეგ ვმოქმედებთ. ურთიერთსიძულვილით, გაბოროტებით, ღვარძლით ვერცერთ ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ. ჩვენი ქრისტიანობა მთავრდება იქ, სადაც მთავრდება მოყვასისადმი ჩვენი სიყვარული“-მეუფე შიო
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი