პომიდორი ყაბაყში ძალიან მარტივი და გემრიელი კერძია.
პომიდორი ყაბაყში მოამზადეთ მარტივად. გთავაზობთ რეცეპტს.
დაგჭირდებათ: 1 ცალი ყაბაყი, 2 ცალი პომიდორი, 1 კბილი ნიორი, 1⁄2 თავი ხახვი, 20 გრამი რეჰანი, 50 გრამი პარმეზანი, 1 ს/კ ზეითუნის ზეთი, გემოვნებით მარილი, გემოვნებით პილპილი.
მომზადების წესი: ზეთიან ტაფაზე მოათავსეთ წვრილად დაჭრილი ხახვი მოთუშეთ შემდეგ დაუმატეთ დაკეპილი ნიორი დაელოდეთ სანამ არ გაოქროსფერდება ნიორი და ხახვი.
გაოფროსფერებულ ხახვს და ნიორს დაუმატეთ გახეხილი ან წვრილად დაკეპილი პომიდორი და მოთუშეთ დაახლოებით 5-6 წუთი. შემდეგ დაუმატეთ სასურველ ფორმებად დაჭრილი ყაბაყი.
ყაბაყი როცა დარბილდება დაუმატეთ რეჰანი მარილი პილპილი გემოვნებით ბოლოს მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი.
გემრიელად მიირთვით!
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi