შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება(ვიდეო) კულიჩიც გამოვაცხვეთ, ვფიქრობ დროულია - გარდენია შევარდნაძე

(ვიდეო) კულიჩიც გამოვაცხვეთ, ვფიქრობ დროულია – გარდენია შევარდნაძე

კულიჩიც გამოვაცხვეთ, ვფიქრობ დროულია….

გამოგადგებათ.
1 ლიტრ თბილ რძეში ჩავყაროთ 60 გრამი საფუარი, 1 ჭიქა ფქვილი 4 სუფრის კოვზი შაქარი და დავდგათ თბილ ადგილას, სანამ გაფუვდება, 15 კვერცხის ცილა ავთქვიფოთ 800 გრამ შაქართან ერთად კარგად გათეთრებამდე და თანდათან დავუმატოთ კვერცხის გული, ისევ გავთქვიფოთ, დავუმატოთ საფუვრიანი მასა, 1 სუფრის კოვზი მარილი და ხელით თანდათან შევაზილოთ პურის ფქვილი სქელი არაჟნის სისქე რომ გამოვიდეს, დაახლოებით 3 – 3.5 კილო. წინასწარ ათქვეფილი და არა გამდნარი კარაქი 500 გრამი და 200 გრამი მარგარინი კარგად შევზილოთ ცომში,1 ჩაის ჭიქა მდუღარე ზეთში ჩავყაროთ თეთრი და შავი ქიშმიში 400 -400 გრამი, მარცვლები დაიბერება და ესეც ჩავუმატოთ ერთიან მასაში, ბოლოს ვუმატებთ ახალგამოფქულ დარიჩინს, ვანილს , მუსკატის კაკალს და ილს (კარდამონს) შევფუთავთ და დავდგამთ თბილს ადგილას.
როგორც კი ცომი წამოფუვდება, ზეთიანი ხელით ჩავზელთ და ისევ შეფუთულს გავაჩერებთ მეორე ამოფუებამდე, მერე ისევ ჩავზელთ და გადავიტანთ ყალიბებში ნახევარზე ოდნავ დაბლა რომ იყოს, ისევ დავაყოვნებთ და რომ აფუვდება, თავზე რძეში გახსნილ კვერცხის გულს გადავუსევთ და შევდგამთ გამოსაცხობად.
წყარო: გარდენია შევარდნაძე
author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი