შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისისაბავშვო ევროვიზია 2025 წელს თბილისში ჩატარდება — დეტალები უკვე ცნობილია

საბავშვო ევროვიზია 2025 წელს თბილისში ჩატარდება — დეტალები უკვე ცნობილია

საქართველო 2025 წელს პირველად უმასპინძლებს საბავშვო ევროვიზიას. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, კონკურსი 13 დეკემბერს თბილისში ჩატარდება. გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს მთავრობის, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) ერთობლივი შეთანხმებით.

საბავშვო ევროვიზია ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალია ევროპაში, რომელიც 2025 წელს სწორედ თბილისში გადმოინაცვლებს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა კულტურის სამინისტროს გამარტივებული შესყიდვა 172,350 ევროს ოდენობით. თანხა გამოყოფილია კონკურსის წინასაორგანიზაციო ეტაპზე საჭირო მომსახურებებს — მათ შორის, ევროვნული და საერთაშორისო სამუშაო ჯგუფების ჩამოყვანისთვის, სცენური დიზაინის დაგეგმვიდა და შემოქმედებით მომზადებისთვის.

როგორც ანგარიშშია განმარტებული, ეს საბავშვო ევროვიზიის სრული ბიუჯეტი არ არის — მასშტაბური ღონისძიებისთვის საჭირო სრული ფინანსური შეფასება უახლოეს თვეებში განისაზღვრება.

ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალის მზადება კონკურსამდე 6 თვით ადრე იწყება.

  • სცენის, ხმისა და განათების მონტაჟი — იწყება ღონისძიებამდე ერთი თვით ადრე
  • დელეგაციები საქართველოს ეწვევიან 10 დღით ადრე, გაივლიან რეპეტიციებს, დაესწრებიან საზეიმო და კულტურულ ღონისძიებებს
  • მონაწილეობას მიიღებს 12-დან 20-მდე ქვეყანა, რომელთა წარმომადგენლები ფინალურ დღეს ცოცხლად წარდგებიან მაყურებლის წინაშე

საბავშვო ევროვიზია თბილისის ერთ-ერთ საკონცერტო არენაზე ჩატარდება, რომლის ზუსტი ლოკაცია დამატებით გამოცხადდება.

კონკურსის მასპინძლობა ქვეყნისთვის საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისმოვლენად განიხილება. გარდა იმისა, რომ ის ახალგაზრდა ტალანტებს საერთაშორისო სცენაზე წარსვლის შესაძლებლობას აძლევს, ღონისძიება ხელს უწყობს:

  • ქვეყნის პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე
  • ტურიზმის ზრდას
  • ქართულ კულტურაზე ყურადღების გადატანას
  • დამოუკიდებელი პროდუქციის წარმოებასა და ტექნოლოგიურ განვითარებას.

თბილისის მასპინძლობის უფლება მოჰყვა საქართველოს გამარჯვებას 2024 წლის საბავშვო ევროვიზიაზე, რომელიც ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართა. ქართველი მომღერალი ანდრია ფუტკარაძე სიმღერით To My Mom პირველ ადგილზე გავიდა და ჯამში 239 ქულა მოიპოვა.

 

 

 

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  საუკუნოვანი შენობა თბილისის ცენტრში, საიდუმლოებით მოცული ნეოგოთიკური არქიტექტურის მარგალიტი
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი