რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი სააღდგომო სუფრისთვის
როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ქათამი. სააღდგომო სუფრისთვის, ალბათ ყველას აინტერესებს. გთავაზობთ რამოდენიმე ხრიკსა და სასარგებლო რჩევას, რომელიც გამოგადგებათ.
ღუმელში გამოსაცხობად, უმჯობესია გამოიყენოთ ქათმის ხორცის ძვლიანი ნაწილები. აუცილებლად გააცხელეთ ღუმელი 10-15 წუთით ადრე 200 გრადუსზე. მოათავსეთ ქათმის ნაჭრები ღუმელში 20-22 წთ, შემდეგ დაუწიეთ ტემპერატურას 180 გრადუსზე მომდევნო 10 წთ. შედეგად მიიღებთ საოცრად წვნიან და რბილ ქათმის ხორცს.
თუ ქათმის ხორცს წვავთ ტაფაზე, უმჯობესია კარგად გაახუროთ ტაფა, დაასხათ ცხიმი, მოათავსოთ ქათმის ხორცი საშუალო ცეცხლზე 1 წთ. შემდეგ დაუწიოთ გაზს და დაბალ ცეცხზლე გააგრძელოთ 7-10 წთ წვა. ტაფას დაახურეთ თავსახური, რათა შეინარჩუნოს თავისი წვენი. შედეგად მიიღებთ უგემრიელეს ქათმის კერძს.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkim