ბათუმში, მატარებლის დაჯახების შედეგად 13 წლის დათუნა დუმბაძე დაიღუპა.
ოჯახის ახლობელი kvirispalitra.ge-სთან ამბობს, რომ ტრაგედიის დროს, სავარაუდოდ, სახლში მიდიოდა, რადგან მისი ოჯახი იქვე ახლოს ცხოვრობს.
“ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა. იმავე უბანში ვცხოვრობ. ჩემი დისშვილი შეესწრო ამ შემზარავ ამბავს, დაახლოებით 6-დან 7 საათამდე შუალედშია მომხდარი, 9-ის ნახევარზე მოვიდა სახლში, განადგურებული, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა. ეს ტრაგიკული ამბავი მითხრა. ამბობს, ალბათ, ამ უმძიმეს კადრებს ვერ დავივიწყებო. არ ვიცი, თვალებიდან როგორ ამომივაო, ფაქტი უკვე მომხდარი იყო, რომ გავიდა შემთხვევის ადგილზე, იქვე ახლობელთან იყო და ეტყობა, როცა ამბავი გაიგეს, გარეთ გაცვივდნენ. საშინელი სურათი დახვდათ. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, რაც იქ ნახეს, ამაზე ლაპარაკიც არ შეიძლება. ისედაც დასტრესილია საზოგადოება და ძალიან დიდ ტკივილს მივაყენებთ ყველას, ვინც გულთან მიიტანა ეს საშინელი ამბავი, მით უმეტეს – ოჯახს. განადგურდა ოჯახი. სულის შემძვრელი ამბავია, ძალიან დიდი, ენით უთქმელი უბედურება.
საერთოდ, აქ ოდითგანვე ხდება ასეთი ტრაგედიები. ადრე, როცა ხიდი არ იყო, იყო შლაგბაუმი, რომელიც აკონტროლებდა მატარებლის მიმოსვლას და ადამიანები უფრო დაცულები იყვნენ…. განაგრძეთ კითხვა>>>