ლუდის წარმოება მზარდია – როგორია ექსპორტის სტატისტიკა?

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოში ლუდის წარმოება ყოველწლიურად იზრდება. ეროვნული ბანკის ალკოჰოლური სასმელების სექტორის კვლევის მიხედვით, გასულ წელს ქვეყანამ 362 მლნ ლარი, 127 ათასი ტონა ლუდი აწარმოვა, რაც მეტია 2023 წლის მაჩვენებლებზე – 334 მლნ ლარი, 126 ათასი ტონა.

რაც შეეხება ექსპორტს, ბოლო ორ წელში ლუდის ექსპორტის ღირებულება მნიშვნელოვნად გაზრდილია. 2022 წელს ექსპორტმა 4.8 მლნ დოლარი შეადგინა, 2023 წელს – 8.4 მლნ დოლარი, ხოლო 2024 წელს – 7 მლნ დოლარი. სამი ძირითადი ბაზარი სადაც ქართული ლუდი გადის ყაზახეთი ($1.9 მლნ), სომხეთი ($1.2 მლნ) და რუსეთია ($568.4 ათასი).

კვლევა აჩვენებს, რომ ასევე გაზრდილია 1 ლიტრის საექსპორტო ფასიც, რომელიც კონკურენტულია მსოფლიო ბაზარზე და გასულ წელს 1.2 დოლარს შეადგენდა.

ამასთან, ლუდის იმპორტის ღირებულება 2024 წელს გაიზარდა 17.1 მლნ დოლარამდე (2023 წელს $13.9 მლნ), საიმპორტო ფასები კი მცირედით შემცირებულია და 1 ლიტრზე საშუალოდ 1.1 დოლარს შეადგენს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ლუდის წარმოება მზარდია – როგორია ექსპორტის სტატისტიკა?. 9 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ლუდის-წარმოება-მზარდია-რ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi