შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოდონალდ ტრამპი აცხადებს, აშშ-ის ხარჯების ტრილიონი დოლარით შემცირება სურს

დონალდ ტრამპი აცხადებს, აშშ-ის ხარჯების ტრილიონი დოლარით შემცირება სურს

დონალდ ტრამპს სურს აშშ-ის ხარჯების ტრილიონი დოლარით შემცირება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა საკუთარ სოციალურ ქსელში, TruthSocial-ში დაწერა.

ტრამპის თქმით, შეხვდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს და „უფრო კონსერვატიულ წევრებს“ და მათ განუმარტა, რომ ის „მხარს უჭერს ხარჯების შემცირებას“.

„ჩვენ ვაპირებთ შევამციროთ ხარჯები, იმედია, ტრილიონ დოლარზე მეტით და ეს ყველაფერი შევა „ერთიან, დიდ, მშვენიერ კანონში“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წარმომადგენელთა პალატის წევრებთან და სენატორებთან ერთად აქტიურად წაახალისებს ამ მასშტაბურ ხარჯების შემცირებას.

წყარო

#drpkhakadze

author avatar
Lizi Grigolava
  შრომის ინსპექციის სამსახური ახალ რეგლამენტზე მუშაობს
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი