“ერთი გაბრაზებული თაობა თუ დამხვრეტს, მეორე მკვდრეთით აღმადგენს. სიცოცხლე არც დაბადებით იწყება და არც სიკვდილით მთავრდება.” 6 აპრილი, საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღეა! გენერალი გიორგი კვინიტაძე ამბობდა: “ჩემი თვალით რომ არ მენახა, არ დავიჯერებდი, ისე გმირულად იბრძოდა მაზნიაშვილი. ასეთი სიმამაცე მეტისმეტიც კია, თავი აქვს გადადებული. შესაძლოა, არაერთხელ დაგვეკარგა ისეთი კაცი, ვისი დაკარგვაც ლახვარს ჩაგვცემდაო. შინ დაბრუნებულს აღარსად უმუშავია, თავის სოფელს დასტრიალებდა: წყარო რკინის მილებით გამოიყვანა, ხალხს მოუწოდა და სკოლა ააშენებინა, ბორანი გაამართვინა მტკვარზე. ყოფილა დიდად მორწმუნე. ზედმიწევნით სცოდნია ძველი და ახალი აღთქმა. 1914 წელს, იაპონიასთან ომის დროს, წმინდა გიორგი გამოსცხადებია და ამის შემდეგ თავის სოფელში ეკლესია მისი შთაგონებით ააშენა. ტფილისიდან მხატვრები ჩამოიყვანა და ტაძარი მოახატვინა. ყოველ გიორგობას, 6 მაისს (ახ. სტილით) საღვთოს ჰკლავდა, დიდ ლხინს მართავდა ღამისთევით და მთელ სოფელს პატიჟებდა. იყო ბუნებით კეთილი – დიდთან დიდი და პატარასთან პატარა. უყვარდა ახალგაზრდობა. ყველას პატივისცემით ეპყრობოდა. მეტისმეტად ხელგაშლილი გახლდათ, უყვარდა გლეხებთან პურის ჭამა, მაგრამ მთვრალი არასოდეს უნახავთ. ხშირად აკითხავდა ხოლმე თანასოფლელი გენერალი ელიზბარ შერვაშიძე. დასხდებოდნენ აივანზე და ფინჯან ყავაზე იგონებდნენ გარდასულ ამბებს. ელიზბარ შერვაშიძე 1937 წელს დახვრიტეს. მალე მისი ხვედრი გაიზიარა გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა, დახვრიტეს გიორგის შუათანა შვილიც, ვანო. გიორგი მაზნიაშვილს სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე უთქვამს: “ერთი გაბრაზებული თაობა თუ დამხვრეტს, მეორე მკვდრეთით აღმადგენს. სიცოცხლე არც დაბადებით იწყება და არც სიკვდილით მთავრდება.” ფოტოზე: გიორგი მაზნიაშვილი – დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველოს გენერალი, ქვეყნის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი შვილებთან ერთად.
“ერთი გაბრაზებული თაობა თუ დამხვრეტს, მეორე მკვდრეთით აღმადგენს” – 6 აპრილს გენერალი გიორგი მაზნიაშვილი დაიბადა
მსგავსი პოსტები