პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისოციალური თემებიბიზნესიტანსაცმლის ექსპორტი საქართველოში მცირდება, იმპორტი იზრდება – ცვლილებები მთავარ ბაზრებზე

ტანსაცმლის ექსპორტი საქართველოში მცირდება, იმპორტი იზრდება – ცვლილებები მთავარ ბაზრებზე

საქართველოდან ტანსაცმლის ექსპორტიშემცირებულია. 2024 წელს საქართველოდან ჯამურად 160 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მანქანით და ხელით ნაქსოვი ტრიკოტაჟისა და სხვა სახის ტანსაცმელი გაიყიდა. 2023 წელს ექსპორტი 161 მლნ აშშ დოლარს, ხოლო 2022 წელს 165,3 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

ტანსაცმლის ექსპორტის შემცირება აგრეთვე გამოვლინდა 2025 წლის იანვრის მონაცემებით. მიმდინარე წლის პირველ თვეში საქართველოდან 9,7 მლნ დოლარის ტანსაცმელი გავიდა, მაშინ როცა 2024 წლის იანვარში ექსპორტი 12,3 მლნ აშშ დოლარი იყო.

2024 წლის მონაცემებით, საქართველოდან ყველაზე მეტი ტანსაცმელი გაიყიდა თურქეთსა და სომხეთში.

ტოპ-10 საექსპორტო ბაზარი კი შემდეგია:

  1. თურქეთი – 118, 2 მლნ აშშ დოლარი
  2. სომხეთი – 21,2 მლნ აშშ დოლარი
  3. ჩეხეთი – 4,1 მლნ აშშ დოლარი
  4. აზერბაიჯანი – 2,9 მლნ აშშ დოლარი
  5. დიდი ბრიტანეთი – 2,86 მლნ აშშ დოლარი
  6. ავსტრია – 2,45 მლნ აშშ დოლარი
  7. იტალია – 2,76 მლნ აშშ დოლარი
  8. ისრაელი – 1 მლნ აშშ დოლარი
  9. ბულგარეთი – 760 000 აშშ დოლარი
  10. გერმანია – 555 000 აშშ დოლარი

ექსპორტის კლების პარალელურად, იზრდება იმპორტი. მიმდინარე წლის იანვარში ტანსაცმლის იმპორტმა 24,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2024 წლის იანვარში კი 23,8 მლნ აშშ დოლარი.

წლების მიხედვით, ტანსაცმლის იმპორტის მზარდი მაჩვენებლები შემდეგნაირად გამოიყურება:

2020 წელი – 136 მლნ აშშ დოლარი

2021 წელი – 208 მლნ აშშ დოლარი

2022 წელი – 278,1 მლნ აშშ დოლარი

2023 წელი – 346,2 მლნ აშშ დოლარი

2024 წელი – 402,1 მლნ აშშ დოლარი

 

2024 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი ღირებულების ტანსაცმელი თურქეთიდან და ჩინეთიდან შემოვიდა.

ტოპ-10 საიმპორტო ქვეყანა შემდეგია:

  1. თურქეთი – 149 მლნ აშშ დოლარი
  2. ჩინეთი – 75.7 მლნ აშშ დოლარი
  3. ესპანეთი – 60,4 მლნ აშშ დოლარი
  4. იტალია – 37 მლნ აშშ დოლარი
  5. გერმანია – 10,5 მლნ აშშ დოლარი
  6. პოლონეთი – 9,2 მლნ აშშ დოლარი
  7. საფრანგეთი – 9 მლნ აშშ დოლარი
  8. ნიდერლანდები – 7.6 მლნ აშშ დოლარი
  9. ხორვატია – 5 მლნ აშშ დოლარი
  10. ჩეხეთი – 3,7 მლნ აშშ დოლარი
  თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე ავარია მოხდა — არიან დაშავებულები
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი