“თბილისის სატრანსპორტო კომპანია” საზოგადოებას აფრთხილებს:
“გვინდა, ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ ბოლო დროს კვლავ გააქტიურდა არასწორი ინფორმაციის გავრცელება სხვადასხვა ყალბ გვერდებზე, თითქოს, თბილისის მერიამ აამოქმედა უფასო წლიური სამგზავრო ბარათი, რომელსაც დაინტერესებული პირი გათამაშების გზით მიიღებს.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სოციალურ ქსელში კონკრეტულ ყალბ გვერდებზე განთავსებული ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით, არის სრული სიცრუე და სავარაუდოდ, წარმოადგენს ონლაინ თაღლითობას.
Sheni Network
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს, არ მიიღონ არანაირ მსგავს გათამაშებაში მონაწილეობა” – ნათქვამია “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” ინფორმაციაში.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ საზოგადოებას აფრთხილებს [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a1%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%9d-%e1%83%99/
sheniekimi.ge/ambebi

