ოთხშაბათი, მარტი 26, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასურსათის ეროვნული სააგენტო 2025 წელს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ყველა რეგისტრირებულ ობიექტს...

სურსათის ეროვნული სააგენტო 2025 წელს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ყველა რეგისტრირებულ ობიექტს შეამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტო 2025 წელს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ყველა რეგისტრირებულ ობიექტს შეამოწმებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ვარგისიანობის ვადებს, წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შენახვისა და რეალიზაციის პირობებს.

სააგენტოს ინსპექტორები, პრეპარატების ხარისხისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, იღებენ და ამოწმებენ აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ნიმუშებს.

მიმდინარე წელს დაგეგმილია საქართველოში რეგისტრირებული 600-ზე მეტი ობიექტის შემოწმება.

სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელ-დაავადებებთან ეფექტიანი ბრძოლისთვის და, შედეგად, მაღალი ხარისხის მოსავლის მისაღებად, სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ფერმერებს, არ შეიძინონ მცენარეთა დაცვის საშუალებები არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში, დაიცვან შენახვის პირობები და ვადები, ასევე გაითვალისწინონ დოზირება და გამოყენების ინსტრუქცია.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს სპეციალიზებულ მაღაზიებში სააგენტომ 720-ზე მეტი სახელმწიფო კონტროლი განახორციელა. გასულ წელს, ქვეყნის მასშტაბით აღებული და ლაბორატორიულად გამოკვლეულია პესტიციდის 450 და აგროქიმიკატის 50 ნიმუში. კონტროლის შედეგად გამოვლინდა მარკირების, შეფუთვისა და დაფასოების წესის დარღვევის, უხარისხო, ვადაგასული და არარეგისტრირებული პრეპარატის რეალიზაციისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და ბიზნესოპერატორად აღიარების გარეშე საქმიანობის ფაქტები. გამოვლენილი დარღვევების გამო დაჯარიმდა 123 ბიზნესოპერატორი.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

25 March, 2025
როგორ უნდა გამოვიცნოთ რა ტიპის ალერგია გვაწუხებს

როგორ უნდა გამოვიცნოთ რა ტიპის ალერგია გვაწუხებს

მარტი 26, 2025
რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

მარტი 25, 2025
პასკის რეცეპტი „გარდენია შევარდნაძისგან“

პასკის რეცეპტი „გარდენია შევარდნაძისგან“

მარტი 26, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ავიაკომპანია Edelweiss – „საქართველოში უამრავი სანახაობა გელოდებათ“

ავიაკომპანია Edelweiss – „საქართველოში უამრავი სანახაობა გელოდებათ“

მარტი 26, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
წონის კლებისას გამართლებული არის თუ არა შიმშილი?

წონის კლებისას გამართლებული არის თუ არა შიმშილი?

მარტი 25, 2025
ქეთი ხატიაშვილი 36 წლის იუბილეს აღნიშნავს

ქეთი ხატიაშვილი 36 წლის იუბილეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
როგორია მსოფლიოს ყველაზე რომანტიკული ადგილები წყვილებისთვის, სადაც უნდა გაემგზავროთ 2025 წელს

როგორია მსოფლიოს ყველაზე რომანტიკული ადგილები წყვილებისთვის, სადაც უნდა გაემგზავროთ 2025 წელს

26 მარტი 2025
ტრაგედია მთაწმინდაზე — გარდაცვლილია 30 წლის ბიჭი, ორი პირი მძიმედ არის დაშავებული

ტრაგედია მთაწმინდაზე — გარდაცვლილია 30 წლის ბიჭი, ორი პირი მძიმედ არის დაშავებული

მარტი 25, 2025
Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

მარტი 25, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი