VIDEO: როცა ამ წერილს წაიკითხავ მე არ ვიცი სად ვიქნები, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი… – რა წერია 2000 წელს მომავლისთვის დაწერილ წერილებში

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

“როცა ამ წერილს წაიკითხავ, მე არ ვიცი სად ვიქნები, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი – შენ უკვე დიდი ხარ. დიდი და ჭკვიანი გოგო” – ეს არის წერილი, რომელიც 25 წლის წინ ერთმა ადამიანმა საკუთარ შვილს მომავლისთვის დაუწერა. ის ერთ-ერთია იმ 3500-ს შორის, რომელმაც 2000 წელს მომავლის წერილი გაგზავნა.

რთულია განსაზღვრო წინასწარ, რა იქნება მომავალში, სად იქნები შენ, სად იქნებიან შენი ოჯახის წევრები, თუმცა მოლოდინი, რა თქმა უნდა, გაქვს, რომ იქნებით ერთად და ბედნიერად. სამწუხაროდ, ზოგჯერ ასე არ ხდება და მოლოდინი რეალობას არ ემთხვევა. დროში გაყინულმა წერილებმა, რომლებიც ეროვნულ არქივში ინახება, ეს კიდევ ერთხელ დაგვანახა.

პროექტი, “გზავნილი მომავალში”, 21-ე საუკუნის პირველივე წელს დაიწყო. ნებისმიერ მსურველს შეეძლო წერილი დაეწერა ოჯახის წევრისთვის, მეგობრისთვის, ახლობლისთვის თუ ზოგადად, ქვეყნისთვის.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). VIDEO: როცა ამ წერილს წაიკითხავ მე არ ვიცი სად ვიქნები, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი… – რა წერია 2000 წელს მომავლისთვის დაწერილ წერილებში. 24 მარტი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/video-როცა-ამ-წერილს-წაიკითხავ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi