ორშაბათი, მარტი 31, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები„ღმერთს ვთხოვ, ტვინი ისე არ ამირიოს, საყვარელ ადამიანს ვუღალატო”

„ღმერთს ვთხოვ, ტვინი ისე არ ამირიოს, საყვარელ ადამიანს ვუღალატო”

მომღერალ ნუცა შანშიაშვილის შემოქმედებაშიც და პირად ცხოვრებაშიც გვერდით მუდამ ერთი მამაკაცი დგას. თემურ ტაგიევი მისი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარულია. წყვილი შვილთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს. უცნაურია, მაგრამ ნუცა ამბობს, რომ 3 წლის ასაკში უკვე წარმოედგინა, როგორი იქნებოდა მისი ცხოვრების საყვარელი მამაკაცი, მისი სახელიც კი იცოდა. სამშობლოზე, რომელიც სულ ენატრება, ოჯახსა და სიყვარულზე ნუცა ,,სარკესთან” საუბრობს:

– სადაც უნდა ვიყო, ყოველთვის იმაზე ვფიქრობ, რა ხდება თბილისში, ფიქრებით სულ აქ ვარ. შეიძლება ითქვას, რომ მუდმივი ნევროზი მაქვს, მინდა, რომ ყველაფერი კარგად იყოს. მენატრება ის, რასაც ვერც აღვწერ – თბილისის ჰაერი, ატმოსფერო… სიყვარულის ენერგეტიკა მიზიდავს. ამ ყველაფერს სხვაგან ვერსად ვპოულობ.

– რას ნიშნავს თქვენთვის „სიყვარულის ენერგეტიკა”?

– თბილისში ხელოვნებითა და სიყვარულით ვიმუხტები. წარმოიდგინეთ, როდესაც გაქვთ უზარმაზარი სასახლე და იმ დიდ სივრცეში შენი პატარა ოთახი, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს, სადაც ყველაზე ტკბილად იძინებ. ასეა ჩემთვის თბილისი, ამ ქალაქში მე ყველაზე კარგად მძინავს.

– ანუ თბილისი ის ადგილია, სადაც, ყველანაირი გაგებით, ისვენებთ?

– ძალიან ბევრი ხელოვანი მაკავშირებს საქართველოსთან და, ბუნებრივია, როცა ჩამოვდივარ, ვცდილობ, მათთან მუშაობითაც ვისიამოვნო.

– ერთხელ აღნიშნეთ, რომ თქვენმა მომავალმა ქმარმა პირველად რუსულ სერიალში გნახათ შიშველი და მოეწონეთ. მაშინ უთქვამს, ეს ქალი ჩემი უნდა გახდესო. როდის შედგა თქვენი შეხვედრა?

– ნამდვილად ყველაფერი ასე დაიწყო. მე და ჩემი მეუღლე, თემურ ტაგიევი, სანამ უშუალოდ გავიცნობდით ერთმანეთს, ის უკვე მიცნობდა, ესწრებოდა ჩემს კონცერტებს, უყურებდა ჩემს ფილმებს. ერთმანეთი ნიუ იორკში გავიცანით და ჩვენ შორის მას შემდეგ დაიწყო რომანი.

– როგორი პიროვნებაა თემური, რა გიყვართ მასში?

– ძალიან თბილი და არაჩვეულებრივად მზრუნველი ადამიანია. გადაჩვეული ვიყავი გვერდით მყოფი ადამიანების მხრიდან მზრუნველობას, სულ მე ვზრუნავდი ყველაზე, ამიტომაც ჩემთვის ეს ძალიან დიდი აღმოჩენა იყო. ჩემ გამო ბევრი რამ დათმო.

  უჩვეულო და სასტიკი ექსპერიმენტი საკუთარ შვილზე - რა დაადგინა მეცნიერმა, რომელიც შიმპანზესა და ბავშვს ერთად ზრდიდა

– მას რა მოსწონს ყველაზე მეტად თქვენში?

– თავისუფლება, ის, რომ მე მას ვაძლევ აბსოლუტურ თავისუფლებას, არანაირად ვზღუდავ. სიყვარულში ყველაზე მთავარი ფაქტორი სწორედ ეს არის. მან ჩემში, პირველ რიგში, მეგობარი დაინახა, შემდეგ – ქალი, მომღერალი და ბიზნესობიექტი.

– თქვენი ურთიერთობა თავისუფალია თუ ოფიციალურად ხართ ცოლ-ქმარი?

– კი, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოვაწერეთ ხელი, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ სიყვარულს შტამპი არ სჭირდება. უბრალოდ ეს ნაბიჯი იმიტომ გადავდგით, რომ ბევრ პრობლემას მოგვიგვარებდა საქმიანობასთან დაკავშირებით.

– რა ეტაპები გაიარა თქვენმა ურთიერთობამ, გქონდათ კრიზისული პერიოდები?

– ყველა ურთიერთობაში არსებობს კრიზისი, თუმცა ყველაფერი შეფარდებითია – ვიღაცისათვის ეს კრიზისი განშორების დონემდეა მისული, ვიღაცისთვის კი კარტოფილის გაფცქვნის პრობლემამდეა დასული. საბედნიეროდ, ჩვენი კრიზისი შეიძლება იყოს კითხვა: „სად არის ჩემი ჩუსტები?”. ჩვენ მხოლოდ ელემენტარულ სისულელეებზე შეიძლება ვიკამათოთ.

საერთოდ, თემური რადიკალური პიროვნება არ არის. თუ ჩვენს ურთიერთობაში გლობალური პრობლემები შემოვა, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ერთმანეთს ვეღარ ვუგებთ და არ ღირს ერთად ცხოვრება.

– თემურმა, მასთან ცხოვრებამ პიროვნულად შეგცვალათ?

– ალბათ უფრო დამაწყნარა და ბედნიერება მომანიჭა. ამაზე ლაპარაკი მიჭირს, რადგან არ მიყვარს წერტილის დასმა. როცა გამოგაქვს გარკვეული დასკვნა, ესე იგი უკვე რაღაცები წარსულია. ამიტომ იმედი მაქვს, რომ თემური ჩემს ცხოვრებაში კიდევ მეტ ბედნიერებას შემოიტანს.

– როგორც აღნიშნეთ, მოგწონთ, თუ როგორ ზრუნავს მეუღლე თქვენზე. მზრუნველობაში რა იგულისხმეთ?

– კონცერტებით მანებივრებს, იცის, რომ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი სცენაზე დადგომაა. ყოფით ცხოვრებაში კი ზრუნავს სიყვარულით, სითბოთი, თანადგომით. საერთოდ, ძალიან დახურული ადამიანი ვარ. მაქვს ჩემი სამყარო, რომელსაც არც ქმარს ვუზიარებ. ბუნებრივია, მასაც აქვს თავისი სამყარო. ერთმანეთს ამ სამყაროში არ ვუძვრებით. იცით, რატომ ვუგებთ ერთმანეთს ასე კარგად? მარტოსული ადამიანები ვართ, რომლებსაც გვაერთიანებს ერთი მთავარი – სიყვარული.

  რატომ ჰქვია რომის პაპის ბეჭედს „მეთევზის ბეჭედი“ და რა არის მისი საიდუმლო?

თემური ხშირად მიძღვნის ულამაზეს სამკაულებს და ბრილიანტებს. ყოველ დაბადების დღეზე ყოველთვის ექსკლუზიურ სამკაულს მჩუქნის. კაჭკაჭივით ვარ, ბრჭყვიალა რაღაცები მიზიდავს. ვყიდულობ ბევრ სამკაულს, მაგრამ შემდეგ ვდებ და არ ვხმარობ. სცენაზე კი საერთოდ ვერანაირ სამკაულს ვერ ვიტან – ვერც საყურეს, ვერც ბეჭედს. ბევრს ვმოგზაურობთ, რომ ვიყოთ ბედნიერები… სრულად

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
კოტორი, მონტენეგრო: საუკეთესო აქტივობები

კოტორი, მონტენეგრო: საუკეთესო აქტივობები

31 March, 2025
ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

მარტი 31, 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

მარტი 31, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

მარტი 30, 2025
რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

მარტი 31, 2025
რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

29 მარტი 2025
ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

მარტი 31, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი