შაბათი, მარტი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებიოქროს უბანი, სვანეთის უბანი და სხვები - რას უკავშირდება თბილისის ამა თუ...

ოქროს უბანი, სვანეთის უბანი და სხვები – რას უკავშირდება თბილისის ამა თუ იმ უბნის დასახელება?

ზოგ­ჯერ, თბი­ლი­სის უბ­ნე­ბის სა­ხელ­წო­დე­ბებს ისე წარ­მოვ­თქვამთ, რომ მათ შე­სა­ხებ ბევ­რი რამ არც ვი­ცით. სი­ტყვა “უბ­ნის” შემ­ცვე­ლი რამ­დე­ნი­მე და­სახ­ლე­ბაა ჩვენს ქა­ლაქ­ში (აბა­ნო­თუ­ბა­ნი, ვა­ზი­სუ­ბა­ნი, ან­ჩის­ხა­ტის უბა­ნი, სვა­ნე­თის უბა­ნი, ოქ­როს უბა­ნი). მათ­ზე სა­უ­ბარს ახლა ვა­პი­რებთ.

აბა­ნო­თუ­ბა­ნი

აბა­ნო­თუ­ბა­ნი მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი თბი­ლი­სის ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი უბა­ნია. სა­ხელ­წო­დე­ბა უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან ბუ­ნებ­რი­ვად ცხელ მი­ნე­რა­ლურ წყლებ­ზე გა­შე­ნე­ბულ ცნო­ბილ აბა­ნო­ებს უკავ­შირ­დე­ბა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ლე­გენ­და თბი­ლი­სის ცხე­ლი წყლე­ბის აღ­მო­ჩე­ნას და მათ­ზე ქა­ლა­ქის გა­შე­ნე­ბას V სა­უ­კუ­ნეს, ქარ­თლის მეფე ვახ­ტანგ გორ­გა­სალს უკავ­შირ­დე­ბა. X სა­უ­კუ­ნე­ში არა­ბი გე­ოგ­რა­ფი იბნ ჰა­უ­კა­ლი “გზა­თა და სა­მე­ფო­თა წიგნ­ში” აღ­ნიშ­ნავს:

“ქა­ლაქ­ში არის ტი­ბე­რი­ა­დის აბა­ნო­ე­ბის მსგავ­სი აბა­ნო­ე­ბი, რო­მელ­თა წყა­ლიც უცე­ცხლოდ დუღს“. ის­ტო­რი­უ­ლი ცნო­ბე­ბით, XIII სა­უ­კუ­ნე­ში თბი­ლის­ში მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის 65 აბა­ნო ყო­ფი­ლა. თბი­ლი­სის აბა­ნო­ებ­ზე ცნო­ბებს XIII-XIV სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ვე­ნე­ცი­ე­ლი მოგ­ზა­უ­რი მარ­კო პო­ლოც გვაწ­ვდის. XVIII სა­უ­კუ­ნე­ში კი რუსი ვა­ჭა­რი – ვა­სილ გა­გა­რა, ასე­ვე ვა­ხუშ­ტი ბაგ­რა­ტი­ო­ნი, თბი­ლის­ში ექვს აბა­ნოს ასა­ხე­ლე­ბენ.

XVII-XIX სა­უ­კუ­ნე­ებ­ში თბი­ლის­ში იყო ერეკ­ლეს, ბე­ბუ­თას, მე­ლი­ქის, მე­ით­რის (სუმ­ბა­თო­ვის), გო­გი­ლოს, ორ­ბე­ლი­ან­თა, თბი­ლე­ლის, მირ­ზო­ე­ვის, ხო­ჯას, “გრი­ლი” (ში­ო­ე­ვის), “ჭრე­ლი” და სხვა აბა­ნო­ე­ბი.

დღემ­დე შე­მორ­ჩე­ნილ აბა­ნო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა XVII-XVIII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ირა­ნუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რის გავ­ლე­ნი­თაა შექ­მნი­ლი და შემ­დგო­მი ხა­ნის სე­ი­და­ბად­შია თავ­მოყ­რი­ლი, ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის აღ­მარ­თის და­სა­წყის­ში. ამ ად­გილს სწო­რედ ამი­ტო­მაც ეწო­და აბა­ნო­თუ­ბა­ნი.

ამ აბა­ნო­ებს ძველ თბი­ლის­ში მარ­ტო სამ­კურ­ნა­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბა არ ჰქონ­და. იქ ადა­მი­ა­ნე­ბი ხში­რად მთე­ლი დღით მი­დი­ოდ­ნენ, ბა­ნა­ობ­დნენ, ის­ვე­ნებ­დნენ და ლხინ­საც მარ­თავ­დნენ. რო­გორც ძვე­ლი გად­მო­ცე­მე­ბი მოწ­მობს, არ­სე­ბობ­და ასე­თი ტრა­დი­ცი­აც, რომ სა­დე­დამ­თი­ლო­ებს მო­მა­ვა­ლი სარ­ძლო­ე­ბის სი­ლა­მა­ზე აბა­ნო­ში შე­ე­მოწ­მე­ბი­ნათ.

ვა­ზი­სუ­ბა­ნი

ვა­ზი­სუ­ბა­ნი თბი­ლის­ში 80-იან წლებ­ში გა­შე­ნე­ბუ­ლი ერთ-ერთი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი და­სახ­ლე­ბაა. მდე­ბა­რე­ობს თბი­ლი­სის აღ­მო­სავ­ლე­თით, თბი­ლი­სის ზღვის სი­ახ­ლო­ვეს… სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი იყო ვაზი და სა­ხელ­წო­დე­ბაც ამ და­სახ­ლე­ბას აქე­დან აქვს შე­ძე­ნი­ლი.

ან­ჩის­ხა­ტის უბა­ნი

ან­ჩის­ხა­ტის უბა­ნი ძვე­ლი თბი­ლი­სის ერთ-ერთი კუ­თხეა, რო­მე­ლიც ან­ჩის­ხა­ტის ეკ­ლე­სი­ის მი­და­მო­ებს მო­ი­ცავ­და. ჩრდი­ლო­ე­თით მას ქა­ლა­ქის გა­ლა­ვა­ნი (ახ­ლან­დე­ლი ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩის გას­წვრივ) სა­ზღვრავ­და, აღ­მო­სავ­ლე­თით – მტკვა­რი, სამ­ხრე­თით – მე­ფის სა­სახ­ლე, ე.წ. ბა­ტო­ნის სა­სახ­ლე (ერეკ­ლეს მო­ე­დან­თან), და­სავ­ლე­თით – ახ­ლან­დე­ლი ავ­ლე­ვის ქუჩა. ქა­ლაქ­ში შე­სას­ვლე­ლი ერთ-ერთი გზა ავა­ნა­ანთ ხევ­ზე (ბა­რა­თაშ­ვი­ლი­სა და პუშ­კი­ნის ქუ­ჩე­ბი) გა­დე­ბუ­ლი ხი­დით და “დაბ­ლა კა­რის” ანუ “წყლის კა­რის” (ძვე­ლი თბი­ლი­სის ერთ-ერთი კარი) გავ­ლით პირ­ვე­ლად ან­ჩის­ხა­ტის უბან­ში შე­დი­ო­და. იხილეთ სრულად

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო აქტივობა ვენაში ბავშვებთან ერთად ყოფნისას

9 საუკეთესო აქტივობა ვენაში ბავშვებთან ერთად ყოფნისას

20 March, 2025
მხარეებმა, ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის, სამედიცინო ტურიზმის განვითარების საკითხები განიხილეს.

მხარეებმა, ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის, სამედიცინო ტურიზმის განვითარების საკითხები განიხილეს.

მარტი 21, 2025
ჰუგი- ინტერიერის დიზაინის დანიური კონცეფცია

ჰუგი- ინტერიერის დიზაინის დანიური კონცეფცია

მარტი 21, 2025
გაიცანით მარიამის პირადი ექიმი, რომელმაც ოპერაციაში საკუთარი ჰონორარი არ აიღო….

გაიცანით მარიამის პირადი ექიმი, რომელმაც ოპერაციაში საკუთარი ჰონორარი არ აიღო….

მარტი 21, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
აკაკი ჯიჯელავას ეზო მარტვილის რაიონის სოფელი ტალერში

აკაკი ჯიჯელავას ეზო მარტვილის რაიონის სოფელი ტალერში

მარტი 21, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რა საკვები უნდა მივიღოთ გაზაფხულზე?

რა საკვები უნდა მივიღოთ გაზაფხულზე?

მარტი 21, 2025
რა საკვები უნდა მივიღოთ გაზაფხულზე?

რა საკვები უნდა მივიღოთ გაზაფხულზე?

მარტი 21, 2025
სამხრეთ კორეის ჯანდაცვის სისტემა: ინოვაცია და ეფექტურობა

სამხრეთ კორეის ჯანდაცვის სისტემა: ინოვაცია და ეფექტურობა

21 მარტი 2025
თბილისის საჯარო სკოლებში გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის თემატიკაზე საინფორმაციო შეხვედრები ტარდება

თბილისის საჯარო სკოლებში გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის თემატიკაზე საინფორმაციო შეხვედრები ტარდება

მარტი 21, 2025
2024 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 13.6%-ით გაიზარდა და 92 მილიარდ ლარს მიაღწია – საქსტატი

2024 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 13.6%-ით გაიზარდა და 92 მილიარდ ლარს მიაღწია – საქსტატი

მარტი 21, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი