ბოლო შვიდ თვეში საქართველოდან 84.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილის ექსპორტი განხორციელდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

2024 წლის პირველი აგვისტოდან 2025 წლის 3 მარტის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 13.7 ათასი ტონა თხილია ექსპორტირებული.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპორტირებული თხილის ღირებულებამ 84.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

თხილის საშუალო საექსპორტო ფასი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16 პროცენტით გაიზარდა და 6.14 $/კგ შეადგინა. ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე – იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთში, ჩეხეთში, განხორციელდა. გარდა ევროკავშირის ქვეყნებისა, ექსპორტი განხორციელდა სომხეთში, ჩინეთში, თურქეთში, ისრაელში, რუსეთში, უკრაინაში.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 2.1 ათასი ტონით (18 პროცენტით), ხოლო ღირებულება – 22.4 მლნ აშშ დოლარით (36 პროცენტით) გაიზარდა.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ბოლო შვიდ თვეში საქართველოდან 84.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილის ექსპორტი განხორციელდა. 5 მარტი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ბოლო-შვიდ-თვეში-საქართვე/

  "ჩემი სურვილია, საქართველოში ჯანდაცვის მინისტრად დავინახოთ ქალი ლიდერი" - პროფესორი გიორგი ფხაკაძე ჯანდაცვის სამინისტროს ცალკე სტრუქტურად გამოყოფაზე საუბრობს
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi