ტრაგედია დატრიალდა გუშინ თბილისში, მეტეხის ხიდთან ავტომობილი მტკვარში ჩავარდა. ავტომობილის ამოყვანის სამუშაოები სპეციალური ტექნიკით რამდენიმე საათი მიმდინარეობდა. ავტომობილის ამოყვანის შემდეგ მაშველებმა იქ ცხედარი იპოვეს.
გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი 24 გიგი ზარანდია.
მამაკაცი, რომელიც “ფორდის” მარკის ავტომობილით ძლიერად დაეჯახა ხიდის ჯებირს და ამის შემდეგ ავტომობილით მტკვარში გადავარდა. კადრებში ჩანს, რომ შემთხვევით გადარჩა გამვლელი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ტროტუარზე გადაადგილდება.
გიგი ზარანდია ბაიკერი იყო. ახლობლების ინფორმაციით, წლების წინ სწორედ ბაიკით მოყვა ავარიაში და მაშინ 2 კვირა კომაში იყო. შემდეგ ბაიკი გაყიდა და მანქანა იყიდა.
“ტრაგედია ტრიალებს. ადრეც დაემართა ავარია. 2 წლის წინ ბაიკით დაიმტვრა, მაშინ რაღაც პერიოდი კომაში იყო, მერე ბაიკი გაყიდა და ახლა მანქანით დაემართა. არადა მძღოლიც მაგარი იყო და პიროვნულადაც უკარგესი ადამიანი. ცოლი და შვილი დარჩა” – ჰყვებიან მასზე ახლობლები.
წყარო: ambebi.ge
მასალის გამოყენების პირობები