სამშაბათი, მარტი 4, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები„დუდუს მკვლელობის წინა დღეს მთელი სხეულით ვცახცახებდი, ცუდად გავხდი” - რას იხსენებს...

„დუდუს მკვლელობის წინა დღეს მთელი სხეულით ვცახცახებდი, ცუდად გავხდი” – რას იხსენებს ნათელა მაჭავარიანი

,,საოცარი ინტუიცია მაქვს, მთელი სხეული მიკრთის ხოლმე. მაგალითად, დუდუზე წინა დღეს მთელი სხეულით ვცახცახებდი, ცუდად გავხდი. ვიფიქრე, ალბათ გრიპი მეწყება-მეთქი. მეორე დღეს, მოხდა თუ არა ეს ამბავი, სხეული დამიწყნარდა. ასეთი რამ გეგაზე არ დამმართნია, არაფერმა მიბიძგა იმისკენ, რომ შეიძლებოდა რამე ცუდი მომხდარიყო. არც ისეთი დამსიზმრებია რამე, ამ ამბავს რომ დავუკავშირო”, – ყვება დახვრეტილი მსახიობის, გეგა კობახიძის დედა, ნათელა მაჭავარიანი ,,სარკესთან” და იხსენებს თავისი ცხოვრების კიდევ ერთ ტრაგედიას – კალათბურთელ დუდუ დადიანის სასტიკ მკვლელობას.

– რამდენი წლის იყო დუდუ, რომ გაზარდეთ?

– მე და დუდუს მამამ ერთმანეთი როცა გავიცანით, დუდუ 5 წლის იყო, მაგრამ მას ჩვენთან ერთად არ უცხოვრია, და-ძმა ჰყავდა და ერთად ცხოვრობდნენ თავიანთ სახლში, ბებია ზრდიდათ. საოცარი ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან, მეც მივდიოდი მათთან და ისინიც ყოველთვის მოდიოდნენ ჩვენთან.

მერე, როცა დუდუ წამოიზარდა, ის ბინა გაყიდეს და დუდუ და ლევანი ჩვენთან გადმოვიდნენ. და გათხოვილი იყო, ლევანმა მალე შეირთო ცოლი და ცალკე გადავიდა. დავრჩით მე და დუდუ. მას მერე სულ ჩემთან იყო, სანამ ბინას იყიდდა. ბინა ამ ამბამდე 2 წლით ადრე შეიძინა. სხვანაირი ურთიერთობა გვქონდა, ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი, ჩვენ შორის არ იგრძნობოდა, რომ მე მისი დედინაცვალი ვიყავი და ის – ჩემი გერი.

ამაშიც არ მომეცა ბედი, რომ ეს მაინც შემენარჩუნებინა. დუდუმ თავისი სიკვდილით წერტილი დაუსვა მთელ ჩემს უბედურებას. თბილი, ყურადღებიანი, კეთილი, გულალალი ბიჭი იყო. დღე არ გავიდოდა,არ მოვეკითხე. მისი ყველა საუბარი ამ სიტყვებით მთავრდებოდა – ნათელ, ძალიან მაგრად მიყვარხარო.

იმ დღითაც დამირეკა, ახლა სამსახურში მივდივარ და მერე შეიძლება გამოვიდეო. ვუთხარი, გამოდი, ის მოგიმზადე, შენ რომ გიყვარს-მეთქი. ერთ საათში ასეთი ამბავი მოხდა.

კიდევ ერთი უბედურება შემემთხვა. ამერიკაში დის შვილიშვილი დამეღუპა, 21 წლის ბიჭი. ნასვამი იყო, სასულეში რაღაც გადასცდა და დაიხრჩო. როგორც ჩანს, ძლიერი ფსიქიკა მაქვს, თორემ ასეთი სამი ვაჟკაცი გამოგეცალოს ქალს ხელიდან, რად გინდა თავი ცოცხალი? სამივენი ჩემი შვილები იყვნენ.

წყარო: სარკე

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
რომელი ქალაქები უნდა მოინახულოთ ჩინეთში

რომელი ქალაქები უნდა მოინახულოთ ჩინეთში

27 February, 2025
გიორგი ფხაკაძე გაფრთხილებთ! – „კამელინი“ და სხვა დაუმტკიცებელი პრეპარატები – საფრთხე თქვენი ჯანმრთელობისთვის!

გიორგი ფხაკაძე გაფრთხილებთ! – „კამელინი“ და სხვა დაუმტკიცებელი პრეპარატები – საფრთხე თქვენი ჯანმრთელობისთვის!

მარტი 4, 2025
ორიგინალური აქსესუარები, რომლებიც თქვენს სახლს გაალამაზებს

ორიგინალური აქსესუარები, რომლებიც თქვენს სახლს გაალამაზებს

მარტი 3, 2025
ყველაზე ბინძური ნივთი თქვენს სახლში – სამზარეულოს ღრუბელი!

ყველაზე ბინძური ნივთი თქვენს სახლში – სამზარეულოს ღრუბელი!

თებერვალი 25, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
რა ვნახოთ ბორჯომში – ბორჯომი მდიდარია საოცარი, თვალისმომჭრელი მთებით, ტბებით და ეროვნული პარკებით.

რა ვნახოთ ბორჯომში – ბორჯომი მდიდარია საოცარი, თვალისმომჭრელი მთებით, ტბებით და ეროვნული პარკებით.

თებერვალი 24, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კისელი – მისი სასარგებლო და მავნე თვისებები

კისელი – მისი სასარგებლო და მავნე თვისებები

მარტი 3, 2025
გაუპატიურების კულტურა — როგორ ექცევა საზოგადოება ძალადობის მსხვერპლს?

გაუპატიურების კულტურა — როგორ ექცევა საზოგადოება ძალადობის მსხვერპლს?

მარტი 4, 2025
საუკეთესო სუვენირები ევროპიდან – რჩევები მოგზაურებს

საუკეთესო სუვენირები ევროპიდან – რჩევები მოგზაურებს

3 მარტი 2025
თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება  ელექტრომომარაგება 4 მარტს

თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება ელექტრომომარაგება 4 მარტს

მარტი 3, 2025
რაში ხარჯავენ ყველაზე მეტ თანხას საქართველოს ადგილობრივი ტურისტები

რაში ხარჯავენ ყველაზე მეტ თანხას საქართველოს ადგილობრივი ტურისტები

მარტი 3, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი