პარასკევი, თებერვალი 28, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამართალიპაციენტისთვის ჩატარებული არასათანადო მკურნალობის ფაქტზე ექიმს ბრალდება წარედგინა

პაციენტისთვის ჩატარებული არასათანადო მკურნალობის ფაქტზე ექიმს ბრალდება წარედგინა

პროკურატურამ პაციენტისთვის ჩატარებული არასათანადო მკურნალობის ფაქტზე ექიმს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ პაციენტისთვის ჩატარებული არასათანადო მკურნალობის გამო, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების ექიმს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინიტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 11 აგვისტოს, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დიაგნოზით პაციენტი შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“  მოათავსეს, სადაც მკურნალობა უტარდებოდა. აღნიშნული კლინიკის თერაპიული განყოფილების ექიმმა, რომლის უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა მკურნალობის პროცესი, არ გაითვალისწინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაუნიშნა.

პროტოკოლის დარღვევების ფონზე ჩატარებული მკურნალობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი გახდა, რის გამოც იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

პროკურატურამ  ბრალდებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე პაციენტისთვის ჩატარებული არასათანადო მკურნალობის გამო, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია, ასევე ბრალდება წარდგენილი აქვს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს და სისხლის სამართლის საქმე არსებითად იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
რომელი ქალაქები უნდა მოინახულოთ ჩინეთში

რომელი ქალაქები უნდა მოინახულოთ ჩინეთში

27 February, 2025
“დროა, “ნიმესილი” აიკრძალოს საქართველოში!”- გიორგი ფხაკაძე საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს

“დროა, “ნიმესილი” აიკრძალოს საქართველოში!”- გიორგი ფხაკაძე საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს

თებერვალი 27, 2025
სარკე ინტერიერში – დიზაინისა და ფუნქციონალობის უმნიშვნელოვანესი ელემენტი

სარკე ინტერიერში – დიზაინისა და ფუნქციონალობის უმნიშვნელოვანესი ელემენტი

თებერვალი 28, 2025
ყველაზე ბინძური ნივთი თქვენს სახლში – სამზარეულოს ღრუბელი!

ყველაზე ბინძური ნივთი თქვენს სახლში – სამზარეულოს ღრუბელი!

თებერვალი 25, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
რა ვნახოთ ბორჯომში – ბორჯომი მდიდარია საოცარი, თვალისმომჭრელი მთებით, ტბებით და ეროვნული პარკებით.

რა ვნახოთ ბორჯომში – ბორჯომი მდიდარია საოცარი, თვალისმომჭრელი მთებით, ტბებით და ეროვნული პარკებით.

თებერვალი 24, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ყავის დადებითი და უარყოფითი მხარე – უნდა დავლიოთ თუ არა ყოველდღიურად?

ყავის დადებითი და უარყოფითი მხარე – უნდა დავლიოთ თუ არა ყოველდღიურად?

თებერვალი 28, 2025
სილამაზის ინდუსტრია: მარკეტინგული სტრატეგიები

სილამაზის ინდუსტრია: მარკეტინგული სტრატეგიები

თებერვალი 27, 2025
მოგზაურობა ვენეციაში — დაუვიწყარი გამოცდილება იტალიის ტრადიციების გულში

მოგზაურობა ვენეციაში — დაუვიწყარი გამოცდილება იტალიის ტრადიციების გულში

25 თებერვალი 2025
ლილო — ისტორიული სოფელი და თანამედროვე თბილისის ტერიტორიის ნაწილი

ლილო — ისტორიული სოფელი და თანამედროვე თბილისის ტერიტორიის ნაწილი

თებერვალი 27, 2025
Galt & Taggart-ის პროგნოზი 2025 წლისთვის: საქართველოში ტურისტული ვიზიტები და შემოსავლები გაიზრდება

Galt & Taggart-ის პროგნოზი 2025 წლისთვის: საქართველოში ტურისტული ვიზიტები და შემოსავლები გაიზრდება

თებერვალი 27, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი