სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევაარის ადგილები, სადაც ფეხითაც ვერ ხერხდება მიახლოება. დიდთოვლობის შედეგად გადატეხილი ხეები ელექტროგადამცემ...

არის ადგილები, სადაც ფეხითაც ვერ ხერხდება მიახლოება. დიდთოვლობის შედეგად გადატეხილი ხეები ელექტროგადამცემ ხაზებს დაეცა

დასავლეთ საქართველოში, ადგილობრივი და თითქმის მთელი საქართველოდან დასახმარებლად ჩასული ელექტრიკოსების დამატებითი ბრიგადები განაგრძობენ საგანგებო ვითარებაში მუშაობას  – ინფორმაციას ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა გურიაში,  ქობულეთში, ვანში, ხონში, მარტვილში და აბაშაში, სადაც სოფლების ნაწილს შეზღუდვით მიეწოდება ელექტროენერგია

“სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხელს უშლის გადაადგილების პრობლემა, სადაც სპეციალური ტექნიკა მისვლას ვერ ახერხებს, ელექტრიკოსებს ფეხით უწევთ დაზიანების ადგილებამდე მისვლა. არის ადგილები, სადაც ჯერჯერობით ფეხითაც ვერ ხერხდება მიახლოება. დიდთოვლობის შედეგად გადატეხილი ხეები დაეცა ელექტროგადამცემ ხაზებს. სტიქიამ მწყობრიდან გამოიყვანა სხვა ენერგოინფრასტრუქტურაც

სტიქიის დაწყებიდან მოკლე დროში მოვახდინეთ შესაბამისი ტექნიკის და სამუშაო ცოცხალი ძალის მობილიზება. ვმუშაობთ შეუსვენებლად. ვცდილობთ მივიდეთ ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია თუ შეუძლებელი. სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, სანამ არ აღდგება ყველა დაზიანებული ენერგოინფრასტრუქტურა და აღუდგება ელექტროენერგიის მიწოდება ყველა აბონენტს“- აცხადებენ ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში“

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  სასტიკი მკვლელობა - კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი