ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევაგუშინ, სოფელ შრომაში, სახურავის გადმოთოვლისას დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს _ გზა თანასოფლელებმა...

გუშინ, სოფელ შრომაში, სახურავის გადმოთოვლისას დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს _ გზა თანასოფლელებმა გაწმინდეს

გუშინ, სოფელ შრომაში, სახლის სახურავის გადმოთოლვის დროს დასავებული ახალგაზრდა ბიჭი ამ დილით კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ სოფელ შრომაში აღნიშნული ახალგაზრდის გადასარჩენად, მთელი ღამის განმავლობაში, მოსახლეობა საკუთარი ძალებით ცდილობდა სოფელთან მისასვლელი გზის გაწმენდას.

„მამაკაცი ადგილობრივმა მოსახლეობა გამოიყვანა. სოფელმა გაათენა, ადგილზე 11 კაცი მუშაობდა 5 საათის განმავლობაში, გზა გაწმინდეს და დაშავებული მამაკაცი გამოიყვანეს“, – აცხადებენ ისინი.

ცნობისთვის, წუხელ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, ადგილობრივები დახმარებას ითხოვდნენ.

როგორც ისინი აცხადებდნენ, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავის თოვლისგან გაწმენდის დროს, ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა, ადგილზე კი დიდთოვლობის გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარება და სამაშველო ჯგუფი ვერ მიდიოდა.

guriatoday

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  სანტორინის მიწისძვრები - რა ხდება კუნძულზე და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი