კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიამინდიროდემდე შენარჩუნდება თოვლიანი ამინდი საქართველოში

როდემდე შენარჩუნდება თოვლიანი ამინდი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, მთელი საქართველოს მასშტაბით თოვლიანი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება.

ყინვა, თოვლი და ქარბუქია ნავარაუდევია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსები თბილისში უმეტესად ღრუბლიან ამინდს პროგნოზირებენ, დროგამოშვებით მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახითაც.

„დღეისათვის დასავლეთ საქართველოში გვექნება უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, თოვლი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია იყოს ქარბუქი.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში გვექნება თოვლი. აქაც შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. რაც შეეხება თბილისს, აქ დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, იქნება მცირე თოვლი“, – განაცხადა სინოპტიკოსმა ნონა ელისაშვილმა.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  იმდენ ხანს დაველოდები ჩემს მეორე ნახევარს, რამდენიც საჭირო იქნება, მაგრამ აუცილებლად ვნახავ
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი