ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებამოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან“ _ ლანჩხუთის მერია განცხადებას ავრცელებს

მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან“ _ ლანჩხუთის მერია განცხადებას ავრცელებს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია დიდთოვლობასთან დაკავშირებით განცხადებას გავრცელებას ავრცელებს.

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, ინტენსიური თოვის გამო, პრობლემები შეექმნა. მობილიზებულია 25 ერთეული ტექნიკა, თუმცა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდება ტექნიკის დროული გადაადგილება. დღის ბოლომდე ცენტრალური გზები მაღალი გამავლობის მანქანებისთვის გაიწმინდება. ლანჩხუთის მერის ალექსანდრე სარიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს“ _ აღნიშნულია განცხადებაში.

ლანჩხუთის მერიაში ამოქმედებულია ცხელი ხაზი: „საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ: 599 111 437; 591 19 23 66; 577 39 83 22. მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და გაგებით მოეკიდონ შექმნილ სიტუაციას“ _ ვკითხულობთ მერიის ფეისბუქ-გვერდზე.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  „ვერ გადავარჩინეთ… ცრემლები ვერ შევიკავე…“ - რის გამო იტირა რეპერმა ლექს-სენმა
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი