დასახელდა „ჩუმი ინფარქტის“ წინმსწრები ნიშნები: ნუ დატოვებთ უყურადღებოდ!

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
ერთი შეხედვით ისეთი უმნიშვნელო სიმპტომი, როგორიცაა გულძმარვა, შეიძლება პაციენტისთვის შეუმჩნეველ „ჩუმ ინფარქტზე“ მიანიშნებდეს, წერს გაზეთი Daily Express ჰარვარდელ მეცნიერებზე დაყრდნობით.

ინფარქტის ძირითადი სიმპტომებია გულ-მკერდის არეში ძლიერი ტკივილი და „მოჭერილობის“ შეგრძნება. თუმცა ზოგ შემთხვევაში ასეთი ნიშნები არ არსებობს და ადამიანები ვერ ხვდებიან, რა ხდება სინამდვილეში.

„გულის ჩუმი შეტევები იმაზე მეტადაა გავრცელებული, ვიდრე ჩვენ გვგონია“, — აცხადებენ ჰარვარდის სამედიცინო სკოლის სწავლულები.

მათი თქმით, ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ გულის შეტევების ყველა შემთხვევის თითქმის ნახევარი შეუმჩნევლად ვითარდება, ადამიანებმა კი ამის შესახებ არ იციან, ვინაიდან ექიმისთვის არ მიუმართავთ.

მეცნიერების განმარტებით, „ჩუმი ინფარქტის“ მაუწყებელი შეიძლება იყოს არა მარტო გულძმარვა, არამედ:

დისკომფორტი ზურგის არეში, ხელებში, ყბისა და მკერდის არეში;

თავბრუსხვევა ან გულყრა;

ქოშინი.

ექიმები გვირჩევენ, არ უგულებელვყოთ გულძმარვა, რომელიც ერთი შეხედვით უმნიშვნელო დისკომფორტია, და აუცილებლად მივმართოთ ექიმს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). დასახელდა „ჩუმი ინფარქტის“ წინმსწრები ნიშნები: ნუ დატოვებთ უყურადღებოდ!. 17 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/დასახელდა-ჩუმი-ინფარქტი/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Повар-универсал

ბათუმი · ტურიზმი / სასტუმრო / კვება

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Senior 1С Developer

ბათუმი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
B2C Product Manager — eSIM Product line

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-20T14:51:09+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi