ხუთშაბათი, თებერვალი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმირა ხდება ორგანიზმში ხანგრძლივი შიმშილობის დროს

რა ხდება ორგანიზმში ხანგრძლივი შიმშილობის დროს

საკვები ერთგვარი საწვავია, რომლის ხარჯზეც ცოცხალი სხეულის შენარჩუნებასა და ფუნქციონირებას ვახერხებთ როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. საწვავის გამოლევისას ავტომანქანა სიარულს უბრალოდ ვეღარ აგრძელებს და მუშაობას წყვეტს, თუმცა ადამიანის ორგანიზმი ასე როდია მოწყობილი.

საწვავის ნაკლებობის დროს სხეული არაერთ სტრატეგიას მიმართავს, რათა დეპრივაციასთან ადაპტირდეს და სიცოცხლე შეგვინარჩუნოს. მაშინ, როცა საკვებ ნივთიერებებს გარედან ვეღარ იღებს, იგი ალტერნატიულ გზებს მიმართავს და საკუთარი თავის “ჭამას” იწყებს.

შიმშილის 3 ეტაპი: რა ხდება, როცა ადამიანი ჭამას წყვეტს

ფოტო: Epine / Shutterstock

ყველაფერი, რასაც მივირთმევთ, ჩვენს მომნელებელ სისტემაში სხვადასხვა მოლეკულად იშლება. საკვები ჩვენთვის შეიძლება უბრალოდ ორცხობილა იყოს, თუმცა სხეული მას უმთავრესად ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ფორმით “ხედავს”. აქედან ენერგიის მისაღებად უმეტესად ნახშირწყლები გამოიყენება.

თითქმის ყველა მონელებადი ნახშირწყალი საბოლოოდ გლუკოზად გარდაიქმნება. სწორედ გლუკოზაა სხეულისა და ტვინისთვის “საწვავი”, ანუ ენერგიის უმთავრესი წყარო. როცა ორგანიზმს საკვები აღარ მიეწოდება, სხეული საწვავის “რეზერვს” მიმართავს და იწყება:

1. გლიკოგენის დაშლა

შიმშილის დაწყებიდან პირველი რამდენიმე საათის განმავლობაში სხეული ამ ნივთიერების მოხმარებაზე ერთვება. გლიკოგენი კომპლექსური ნახშირწყალია, რომელიც გლუკოზის მრავალი მოლეკულისგან შედგება. იგი ღვიძლსა და კუნთებში ინახება. სწორედ ამ ნივთიერების დამსახურებაა ის, რომ შეგვიძლია სხეულში გლუკოზა “მოვიმარაგოთ” და “გამოვიზოგოთ”, ანუ საწვავი უწყვეტად მოგვეწოდებოდეს და საკვების მიღება მუდმივად არ გვჭირდებოდეს.

გლიკოგენის მარაგი სხეულს დაახლოებით 12-24 საათის განმავლობაში ჰყოფნის. ამ დროის დასვლის შემდეგ მან ენერგიის ახალი წყარო უნდა იპოვოს. ასე იწყება:

2. კეტოზი, ანუ ცხიმის დაშლა

ზოგადად, როცა საჭიროზე მეტ ნახშირწყალს ვიღებთ, ეს ნივთიერებები ცხიმებად, ანუ ლიპიდებად, გარდაიქმნება. ზედმეტი ენერგია სხეულში სწორედ ამ სახით ინახება. როცა შიმშილის დროს ორგანიზმი საწვავის ნაკლებობას განიცდის, ცხიმის წვა იწყება.

ცნობისთვის: სხეული პარალელურად ცილებსაც მოიხმარს, თუმცა ნაკლებად აქტიურად — ცილები ორგანიზმის საშენი მასალაა და მათი შენარჩუნება პრიორიტეტულია, სანამ ცხიმის მარაგი ჯერ კიდევ არსებობს.

ცხიმების გადამუშავებას ღვიძლი იღებს საკუთარ თავზე და ლიპიდებს ცხიმოვან მჟავებად გარდაქმნის. ეს ნივთიერებები ზედმეტად დიდია და სისხლიდან ტვინში ვერ აღწევს ამ ორგანოს გამოსაკვებად, ამიტომ ისინი კიდევ უნდა დაიშალოს კეტონებად. ტვინი, როგორც წესი, გლუკოზას “მიირთმევს”, თუმცა კრიზისულ სიტუაციაში იგი კეტონების გამოყენებას იწყებს. ეს გლუკოზის დეფიციტს ნაწილობრივ აბალანსებს, ამიტომ შედარებით “მშიერ” ტვინს ფუნქციონირება მაინც შეიძლება გაუჭირდეს.

ეს ფაზა დაახლოებით 2-10 დღის განმავლობაში გრძელდება. ცხიმის მარაგის შემცირებასთან ერთად სხეული საბოლოო ზომებს მიმართავს და იწყება:

3. კატაბოლიზი, ანუ კუნთების განლევა და ორგანოების დაზიანება

ფოტო: Getty Images

ხანგრძლივი შიმშილობის დროს, როცა ცხიმის მარაგი უკვე ენერგიის მთავარ წყაროდ აღარ გამოდგება, სხეულში კუნთების, ქსოვილებისა და ორგანოების “ჭამა” იწყება. ამ პროცესს კატაბოლიზი ეწოდება. კუნთში არსებული ცილები ამ დროს ამინომჟავებად იშლება, რომლებიც შემდგომში გლუკოზად გარდაიქმნება.

ამ ეტაპზე კუნთები ილევა, ამიტომ ძლიერი სისუსტე ვითარდება და ფიზიკური აქტივობა თითქმის შეუძლებელი ხდება. რადგან გულიც კუნთია, პროცესი მასაც ასევე ასუსტებს; შედეგად გულის გაჩერების რისკი იზრდება. ზიანდება სხვა ორგანოებიც, მათ შორის თირკმელები და ღვიძლი. განაგრძეთ კითხვა

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
პამუკალე: თურქეთის ცხელი წყაროები, სადაც ლეგენდის თანახმად კლეოპატრა ბანაობდა

პამუკალე: თურქეთის ცხელი წყაროები, სადაც ლეგენდის თანახმად კლეოპატრა ბანაობდა

12 February, 2025
„ჯო ენის ჰოსპიტალმა“ „Accreditation Canada“-ს პლატინის ხარისხის სერტიფიკატი მიიღო – მსოფლიო დონის ჯანდაცვა საქართველოში

„ჯო ენის ჰოსპიტალმა“ „Accreditation Canada“-ს პლატინის ხარისხის სერტიფიკატი მიიღო – მსოფლიო დონის ჯანდაცვა საქართველოში

თებერვალი 13, 2025
რა ტიპის განათებები უნდა გამოვიყენოთ სააბაზანოში

რა ტიპის განათებები უნდა გამოვიყენოთ სააბაზანოში

თებერვალი 12, 2025
საქპატენტმა „საქართველოს მთიანეთის ტრადიციულ ლუდს“ გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი მიანიჭა

13 თებერვალი 2025
სვანეთში უძველესი ისტორიის მქონე დღესასწაული, ლამპრობა წელსაც, ტრადიციულად, ხალხმრავალ გარემოში აღინიშნა

სვანეთში უძველესი ისტორიის მქონე დღესასწაული, ლამპრობა წელსაც, ტრადიციულად, ხალხმრავალ გარემოში აღინიშნა

თებერვალი 12, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
სწორი კვების ფორმულა: როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი წონა და ენერგია

სწორი კვების ფორმულა: როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი წონა და ენერგია

თებერვალი 12, 2025
კანის დატენიანების რუტინა: როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი და ელასტიური კანი

კანის დატენიანების რუტინა: როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი და ელასტიური კანი

თებერვალი 13, 2025
რატომ არის ლონდონი საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქი

რატომ არის ლონდონი საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქი

12 თებერვალი 2025
თბილისში 60+ ასაკის 3 500-მდე პირს საცურაო აუზებითა და ფიტნეს დარბაზებით სარგებლობა უფასოდ შეეძლება — თბილისის მერია

თბილისში 60+ ასაკის 3 500-მდე პირს საცურაო აუზებითა და ფიტნეს დარბაზებით სარგებლობა უფასოდ შეეძლება — თბილისის მერია

თებერვალი 13, 2025
შემოდგომაზე ქუთაისში პირველი ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება

შემოდგომაზე ქუთაისში პირველი ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება

თებერვალი 13, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი