კვირა, აპრილი 19, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისამართალიკესარია აბრამიძის მკვლელობის საქმე - რა წერია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც ახლა...

კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმე – რა წერია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც ახლა გასაჯაროვდა

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 37 წლის ტრანსგენდერ ქალს, კესარია აბრამიძეს ბექა ჯაიანმა დანით 28 ჭრილობა მიაყენა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ დამატებითი მტკიცებულება, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, რაც საქმეს მტკიცებულების სახით დაერთო.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ პროკურატურის ყველა მტკიცებულება უდავოდ გახადა, გარდა დღეს წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა.

საქმის პროკურორის თქმით, ყველა ჭრილობა, რაც ჯაიანმა აბრამიძეს მიაყენა, სიცოცხლის დროინდელია. ამასთან, პროკურორის თქმით, საქმეში აუდიოჩანაწერი არსებობს, სადაც ბექა ჯაიანი მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრს უყვება, „როცა მას კესარია აბრამიძე გაანაწყენებდა, თუ როგორ აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას“.

“დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ ბექა ჯაიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დამატებითი მტკიცებულების სახით წარადგინა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც კესარია აბრამიძის გარდაცვალების მიზეზის თაობაზეა მითითებული. ბექა ჯაიანმა კესარია აბრამიძეს 28 ჭრილობა, დანის გამოყენებით მიაყენა. სწორედ მიყენებული ჭრილობები არის გარდაცვალების უშუალო მიზეზი. ყველა ჭრილობა სიცოცხლის დროინდელია, სწორედ სისხლნაკლებობამ და მიყენებული ჭრილობების რაოდენობამ გამოიწვია კესარია აბრამიძის გარდაცვალება. წარმოდგენილი მტკიცებულება დაცვის მხარემ სადავოდ მიიჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის გამცემი ექსპერტი დაიკითხება. სხვა მტკიცებულებები, რაც გამოძიების ეტაპზე იქნა მოპოვებული და სასამართლოში წარმოდგენილი, დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია. წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ბექა ჯაიანის მიერაა ჩადენილი მისთვის ბრალად შერაცხული ორივე ქმედება, რის გამოც, დარწმუნებული ვართ, სასამართლო დასაბუთებულ და კანონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს სამართლიანი სასჯელით.

ბრალდებას ნაწილობრივ აღიარებს ბრალდებული, უდაოდ მიიჩნევს იმ მტკიცებულებებს, რაც ჩვენს მიერ იქნა წარდგენილი. გარდა იმისა, რომ მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები არსებობს, ნეიტრალური მტკიცებულებებია, მათ შორის ვიდეოჩანაწერების, აუდიოჩანაწერების, წერილობითი მტკიცებულებების სახით, რომლითაც დასტურდება, რომ ბექა ჯაიანის მიერ ჩადენილია განსაკუთრებული სისასტიკით გენდერის ნიშნით, გენდერისა და იდენტობის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით განზრახ მკვლელობა, ასევე სისტემატური ცემა ამავე ნიშნების გათვალისწინებით.

  ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა

მოწმეთა ჩვენებებში პირდაპირ არის მითითებული იმ გარემოების შესახებ, რომ კესარია აბრამიძე მათ სამეგობროს, ოჯახის წევრებს ესაუბრებოდა, ბექა ჯაიანის მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ და ფიზიკური ძალადობრივი ქმედებების შესახებ. უფრო მეტიც, არსებობს აუდიოჩანაწერი, სადაც ბექა ჯაიანი მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრს ესაუბრება იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც ის გააბრაზებდა, გაანაწყენებდა, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, ეს ჩანაწერი საქმეში დადასტურებულია ფონეიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, რომ ნამდვილად ბექა ჯაიანის ხმაა. ასევე არსებობს მეზობლების გამოკითხვის ოქმები, რომლებიც შესწრებიან იმ ფაქტობრივ გარემოებას, თუ როგორ ხორციელდებოდა ჯაიანის მხრიდან კესარია აბრამიძის მიმართ ძალადობრივი ქმედებები. რაც შეეხება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას, ამას დაცვის მხარე არ აღიარებს, თუმცა, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში, 28 ჭრილობა, რომელიც სიცოცხლის დროინდელია, დამდგარ სიკვდილთან პირდაპირ კავშირშია“, – განაცხადა ნიშნიანიძემ.

ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.