პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიტაბლოიდიედ შირანს ინდოეთში პოლიციამ პერფორმანსი შეაწყვეტინა

ედ შირანს ინდოეთში პოლიციამ პერფორმანსი შეაწყვეტინა

ედ შირანს ინდოეთში პოლიციამ პერფორმანსი შეაწყვეტინა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ოთხგზის გრემის გამარჯვებულმა, ედ შირანმა ინდოეთის ერთ-ერთი ქალაქის ქუჩაში ფანებისთვის პერფორმანსი გამართა, თუმცა მალევე მას გამოსვლა პოლიციამ შეაწყვეტინა, რადგან შესაბამისი ორგანოებისგან ქუჩაში ღონისძიების ჩატარების უფლება არ ჰქონდა მიღებული.

ფორმაში გამოწყობილმა პოლიციელებმა ბრიტანელ მომღერალს ბანგალორის ქუჩაში სიმღერა შეაწყვეტინეს და გიტარა და მიკროფონი ჩამოართვეს.

მოგვიანებით ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტმა შირანის გამოსვლის შეწყვეტის მიზეზი განმარტა. „იმიტომ შევაწყვეტინეთ, რომ ის ქუჩა ძალიან ხალხმრავალია და მუდმივად ვცდილობთ, იქ მოძრაობა არ შეჩერდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

  „გარეგნობაში ხელოვნური ჩარევები არ მიყვარს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარ გარეგნობაში ყველაფერი მომწონს…“ - თაკო ჭანუყვაძე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი