თბილისში, ვაკის და საბურთალოს ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის მიწოდების პროცესი გრძელდება – განცხადებას “თბილისი ენერჯი” ავრცელებს.
“თბილისში, ვაკის და საბურთალოს ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის მიწოდების პროცესი გრძელდება.
“თბილისი ენერჯის” ტექნიკური ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ.
დღეს, დღის ბოლომდე ეტაპობრივად დასრულდება ყველა აბონენტის გაზით მომარაგება.
გთხოვთ, გაზის ონკანები გადაკეტეთ თქვენი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებისთვის, რაც ასევე საგრძნობლად შეამცირებს ჩართვის დროს,” – წერია განცხადებაში.
ვაკ-საბურთალოს ტერიტორიაზე გაზმომარაგება ორი დღის წინ ცენტრალური მილსადენის დაზიანების გამო შეწყდა.
მასალის გამოყენების პირობები