ოთხშაბათი, თებერვალი 12, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმიამ ნიშნით ბავშვებში შესაძლოა აუტიზმი ამოვიცნოთ - ახალი კვლევა

ამ ნიშნით ბავშვებში შესაძლოა აუტიზმი ამოვიცნოთ – ახალი კვლევა

ახალი კვლევის მიხედვით, ღრმა დასწავლის AI მოდელების მეშვეობით, შესაძლოა, აუტიზმი გამოვავლინოთ და ისიც დავადგინოთ, რამდენად მწვავე ფორმაშია გამოხატული. ამისთვის ხელოვნურ ინტელექტს მხოლოდ თვალის ბადურას გამოსახულება დასჭირდება.

უკვე ცნობილია, რომ ბადურასა და ტვინის ცვლილებები ერთმანეთს უკავშირდება.

„აუტიზმის მქონე ინდივიდებს ბადურაში სტრუქტურული ცვლილებები აღენიშნებათ, რომლებიც ტვინში მიმდინარე ცვლილებების ანარეკლია. მათ შორისაა ოპტიკური გზების ანომალიები ემბრიონულ და ანატომიურ კავშირებში”, – აცხადებენ მეცნიერები.

მათ AI მოდელი ჯერ აუტიზმის მქონე და არმქონე ინდივიდების მონაცემების მეშვეობით გაწვრთნეს, შემდეგ კი სისტემას 958 ბავშვისა და მოზარდის ბადურა გააანალიზებინეს. მათი საშუალო ასაკი 7.8 წელი იყო, ნახევარს კი აუტიზმის დიაგნოზი ჰქონდა დასმული. ხელოვნურმა ინტელექტმა მხოლოდ ბადურაზე დაკვირვებით ამგვარ მონაწილეთა იდენტიფიცირება წარმატებით შეძლო, მაგრამ სიმპტომების სიმწვავე შედარებით ნაკლები, 48-66%-იანი, სიზუსტით დაადგინა.

მართალია, ეს კვლევა მინიმუმ 4 წლის ასაკის ბავშვებზე იყო გათვლილი, მაგრამ ავტორები ამბობენ, რომ იგივე მეთოდი, სავარაუდოდ, უფრო პატარა ინდივიდებზეც იმუშავებს.

„აუტიზმის მქონე პირებში ბადურას ცვლილებები შესაძლოა, მის საბოლოო მომწიფებამდე გამოვლინდეს”, – ამბობენ სპეციალისტები.

სტატისტიკურად, 8 წლის ასაკის ყოველი 36 ბავშვიდან 1-ს აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს. დიაგნოზის დროულად დასმა მათთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან ასე საკუთარი თავის შეცნობა და გარემოსთან ადაპტაცია უკეთ შეეძლებათ. არაა გამორიცხული, სამომავლოდ ამაში სწორედ ზემოხსენებული მეთოდი დაგვეხმაროს.

ახალი ნაშრომი გამოცემაში JAMA Network Open გამოქვეყნდა, რომელიც პორტალმა on.ge-მ თარგმნა

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ყველაზე ლამაზი სოფლები პარიზის სიახლოვეს

ყველაზე ლამაზი სოფლები პარიზის სიახლოვეს

11 February, 2025
“ნეონატოლოგიურმა კლინიკა N ქირონ +”- მა „Accreditation Canada“-ს სერტიფიკატი მიიღო – უმაღლესი აღიარება ჯანდაცვის სექტორში

“ნეონატოლოგიურმა კლინიკა N ქირონ +”- მა „Accreditation Canada“-ს სერტიფიკატი მიიღო – უმაღლესი აღიარება ჯანდაცვის სექტორში

თებერვალი 11, 2025
სიმეტრია თუ ასიმეტრია – რა ჯობია მისაღებ ოთახში

სიმეტრია თუ ასიმეტრია – რა ჯობია მისაღებ ოთახში

თებერვალი 11, 2025
ტყე და იმუნიტეტი – ბუნებაში დროის გატარება კიბოს პრევენციის ეფექტური მეთოდია?

ტყე და იმუნიტეტი – ბუნებაში დროის გატარება კიბოს პრევენციის ეფექტური მეთოდია?

თებერვალი 11, 2025
რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

23 იანვარი 2025
მეცნიერებმა სამყაროს მთავარი სტრუქტურის – კოსმოსური აბლაბუდის საუკეთესო გამოსახულება მიიღეს

მეცნიერებმა სამყაროს მთავარი სტრუქტურის – კოსმოსური აბლაბუდის საუკეთესო გამოსახულება მიიღეს

თებერვალი 11, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ბოლოკის სასარგებლო თვისებების შესახებ რა უნდა ვიცოდეთ

ბოლოკის სასარგებლო თვისებების შესახებ რა უნდა ვიცოდეთ

თებერვალი 11, 2025
ექსკლუზიური ინტერვიუ მარგარეტ დაიაურთან – გოგონა, რომელმაც ხევსურთს ახალი სული შთაბერა ✨️

ექსკლუზიური ინტერვიუ მარგარეტ დაიაურთან – გოგონა, რომელმაც ხევსურთს ახალი სული შთაბერა ✨️

თებერვალი 11, 2025
17 ფაქტი ბარსელონას შესახებ, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ

17 ფაქტი ბარსელონას შესახებ, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ

11 თებერვალი 2025
„ღიად დატოვებული გაზის ონკანები აფერხებს გაზმომარაგების აღდგენის პროცესს“ – „თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს

„ღიად დატოვებული გაზის ონკანები აფერხებს გაზმომარაგების აღდგენის პროცესს“ – „თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 11, 2025
2024 წელს ქართველმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ 2 მილიარდ ლარზე მეტი დახარჯეს – საქსტატის სტატისტიკა

2024 წელს ქართველმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ 2 მილიარდ ლარზე მეტი დახარჯეს – საქსტატის სტატისტიკა

თებერვალი 11, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი