ოთხშაბათი, თებერვალი 12, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისოციალური თემებისოციალური დახმარებარა თანხა ენიშნება 18 წლამდე პირს ერთი ან ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში...

რა თანხა ენიშნება 18 წლამდე პირს ერთი ან ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში და ვისთვისაა სახელმწიფოს დახმარება გათვალისწინებული

სოციალური მომსახურების სააგენტო მარჩენალდაკარგული პირებისთვის ყოველთვიურად დახმარებას გასცემს. აღნიშნული დახმარება ენიშნებათ:

  • საქართველოს მოქალაქეებს;
  • საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს;
  • სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულ პირად?

მარჩენალდაკარგული პირი არის ერთ-ერთი ან ორივე გარდაცვლილი მშობლის შვილი (შვილები) 18 წლის ასაკის მიღწევამდე.

ვის ენიშნება სოციალური პაკეტი მარჩენალის გარდაცვალების გამო და რა ოდენობით?

  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა შვილებს 18 წლის ასაკამდე – ერთი მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში 144 ლარის ოდენობით, ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში – 194 ლარის ოდენობით;
  • სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის შვილს 18 წლის ასაკამდე – ერთი მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში 122 ლარის ოდენობით, ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში – 172 ლარის ოდენობით;
  • პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილი პირის შვილს 18 წლის ასაკამდე – ერთი მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში 107 ლარის ოდენობით, ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში – 157ლარის ოდენობით;
  • სხვა თითოეულ მარჩენალდაკარგულს 18 წლის ასაკამდე – ერთი მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში 100 ლარის ოდენობით, ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში – 150ლარის ოდენობით;

ვის უნდა მიმართოთ სოციალური პაკეტის დასანიშნად?

სოციალური პაკეტის დასანიშნად განცხადება უნდა წარადგინოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულში, მიუხედავად მაძიებლის რეგისტრაციის ადგილისა.

რა საბუთებია საჭირო სოციალური პაკეტის დასანიშნად?

სოციალური პაკეტის დასანიშნად განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:

  1. მაძიებლის დაბადების მოწმობა (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი), კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  2. მარჩენალის გარდაცვალების მოწმობა, ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში – ორივე მშობლის გარდაცვალების მოწმობა;
  3. ქმედუუნარო პირის/მხარდაჭერის მიმღები პირის შემთხვევაში – მშობლის ან მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  4. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – საინფორმაციო ბარათი, გაცემული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, რომლითაც დასტურდება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო 10 წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრება;
  5. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის შესახებ;
  6. ომში ან ომის შემდგომ პერიოდში ომის მონაწილის გარდაცვალების გამო – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  7. პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების გამო – სასამართლოს გადაწყვეტილება გარდაცვლილი პირის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ;

რა ვადაში მიიღება გადაწყვეტილება სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე და როდიდან ინიშნება სოციალური პაკეტი?

სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე განცხადებას სააგენტო იხილავს და გადაწყვეტილებას სოციალური პაკეტის დანიშვნის/არდანიშვნის თაობაზე იღებს განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში.

სოციალური პაკეტი გაიცემა საქართველოს ტერიტორიაზე სს “ლიბერთი ბანკის” საშუალებით;

უფრო ვრცლად, რა შეიძლება გახდეს სოციალური პაკეტის შეჩერებისა და განახლების საფუძველი, შეგიძლიათ, გაეცნოთ ბმულზე.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ყველაზე ლამაზი სოფლები პარიზის სიახლოვეს

ყველაზე ლამაზი სოფლები პარიზის სიახლოვეს

11 February, 2025
“ნეონატოლოგიურმა კლინიკა N ქირონ +”- მა „Accreditation Canada“-ს სერტიფიკატი მიიღო – უმაღლესი აღიარება ჯანდაცვის სექტორში

“ნეონატოლოგიურმა კლინიკა N ქირონ +”- მა „Accreditation Canada“-ს სერტიფიკატი მიიღო – უმაღლესი აღიარება ჯანდაცვის სექტორში

თებერვალი 11, 2025
სიმეტრია თუ ასიმეტრია – რა ჯობია მისაღებ ოთახში

სიმეტრია თუ ასიმეტრია – რა ჯობია მისაღებ ოთახში

თებერვალი 11, 2025
ტყე და იმუნიტეტი – ბუნებაში დროის გატარება კიბოს პრევენციის ეფექტური მეთოდია?

ტყე და იმუნიტეტი – ბუნებაში დროის გატარება კიბოს პრევენციის ეფექტური მეთოდია?

თებერვალი 11, 2025
რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

23 იანვარი 2025
მეცნიერებმა სამყაროს მთავარი სტრუქტურის – კოსმოსური აბლაბუდის საუკეთესო გამოსახულება მიიღეს

მეცნიერებმა სამყაროს მთავარი სტრუქტურის – კოსმოსური აბლაბუდის საუკეთესო გამოსახულება მიიღეს

თებერვალი 11, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ბოლოკის სასარგებლო თვისებების შესახებ რა უნდა ვიცოდეთ

ბოლოკის სასარგებლო თვისებების შესახებ რა უნდა ვიცოდეთ

თებერვალი 11, 2025
ექსკლუზიური ინტერვიუ მარგარეტ დაიაურთან – გოგონა, რომელმაც ხევსურთს ახალი სული შთაბერა ✨️

ექსკლუზიური ინტერვიუ მარგარეტ დაიაურთან – გოგონა, რომელმაც ხევსურთს ახალი სული შთაბერა ✨️

თებერვალი 11, 2025
17 ფაქტი ბარსელონას შესახებ, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ

17 ფაქტი ბარსელონას შესახებ, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ

11 თებერვალი 2025
„ღიად დატოვებული გაზის ონკანები აფერხებს გაზმომარაგების აღდგენის პროცესს“ – „თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს

„ღიად დატოვებული გაზის ონკანები აფერხებს გაზმომარაგების აღდგენის პროცესს“ – „თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 11, 2025
2024 წელს ქართველმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ 2 მილიარდ ლარზე მეტი დახარჯეს – საქსტატის სტატისტიკა

2024 წელს ქართველმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ 2 მილიარდ ლარზე მეტი დახარჯეს – საქსტატის სტატისტიკა

თებერვალი 11, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი