შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებააბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, “ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 თებერვალს 11:00-იდან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში – წითელსოფელი, ნაოზა, ბულაჩაური, ჭოპორტი, ბაგიჭალა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში, მამკოდაში, ლელუბანში, ხოდაბუნების ტერიტორიასა და მიმდებარე სოფლებში; 11:30-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში ხატაეთის, ჰუგო ჰუბერტის, ბარონ დე ბაიას, იაკობ რაინეგსის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში – მუხრანი, ვარდისუბანი, ქსოვრისი, ბურიანი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 17:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში – ყანობი, კობი, ალმასიანი, გიმარა და მიმდებარე სოფლებში; 13:30-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მუხათგვერდი, ზაჰესი და მიმდებარე ტერიტორიაზე.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, – ნათქვამია ინფორმაციაში

  მოსალოდნელია სეტყვა და ქარის გაძლიერება - ნახეთ ამინდის განახლებული პროგნოზი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი