ოთხშაბათი, თებერვალი 12, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები"ომის დღეებში მღვდლები იდგნენ საოპერაციოს კართან და თავიანთი ხელით აჭმევდნენ ექიმებს, რომ...

“ომის დღეებში მღვდლები იდგნენ საოპერაციოს კართან და თავიანთი ხელით აჭმევდნენ ექიმებს, რომ არ წაქცეულიყვნენ”

2008 წლის 12 აგვისტო, ღამის 2 საათი­, გორის სამხედრო ჰოსპიტლის ეზო… ჩაბნელებულ საავადმყოფოში შემორჩენილი სამედიცინო პერსონალი, ეზოში სიგარეტის მოსაწევად გამოდის. რამდენიმე წამი და, “დაწექით!” – ისმის ყვირილი. ყველა მიწაზე წვება, მხოლოდ ერთი არ იძვრის. ჰოსპიტლის ეზო წამში კვამლში ეხვევა. გადარჩენილი მედპერსონალი ერთმანეთს ეხმიანება. მხოლოდ გოგა აბრამიშვილი არ იღებს ხმას. მისი უსულო სხეული სისხლში ცურავს… მაშინ კიდევ ერთი ქართველის სიცოცხლე დასრულდა, მაგრამ დაიბადა აგვისტოს ომის გმირი გოგა აბრამიშვილი! ექიმი, რომელმაც არ დატოვა გორის ჰოსპიტალი და რუსული ვერტმფრენიდან გახსნილი ცეცხლით დაიღუპა. დღეს გორის ჰოსპიტალი მისი სახელობისაა.

ნანა გვერდწითელი, გოგა აბრამიშვილის მეუღლე: “გოგას ხშირად უწევდა მივლინებაში წასვლა, ამიტომაც გარდაცვალების შემდეგ რამდენიმე წელს ველოდი, რომ დაბრუნდებოდა. ახლა აღარ ველოდები, დავუბრუნდი მწარე რეალობას. ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, ასე არ არის, უბრალოდ, ადამიანები ვსწავლობთ ტკივილთან ერთად ცხოვრებას”.

ნათელა მირიანაშვილი, გოგა აბრამიშვილის დედა: “მხოლოდ შვიდი თვე გაატარა ჩემმა შვილმა გორში და ყველას დაამახსოვრა თავი. დღეს მისი კაბინეტი ხელუხლებელია, მისი კუთხე, კანდელი, სურათი და ის გადაჭრილი ხეც, რომელიც საჰაერო იერიშის დროს ჩემს შვილს დაეცა­ და წამში გაათავა. ვანთებ სანთელს­ და ვლოცულობ იქ, საიდანაც ჩემმა შვილმა ვერ გამოაღწია. სულ უცხო ადამიანები მოდიან და ისეთ რამეებს მიყვებიან გოგაზე, ნანამ, ჩემმა რძალმა მითხრა, რა საოცარია, გოგა სახლში არაფერს ამბობდა, თუ ამდენი რამ ჰქონდა გაკეთებული, არ ვიცოდიო. ამ გადასახედიდან რომ ვფიქრობ, ვხვდები, ჩემი შვილისთანა ადამიანები ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ისე მიიწევენ სულიერი სრულყოფისკენ, რომ ამას არავის ახვევენ თავს, თავიანთი ცხოვრების წესით ახერხებენ ამას… წაიკითხეთ სრულად

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ყველაზე ლამაზი სოფლები პარიზის სიახლოვეს

ყველაზე ლამაზი სოფლები პარიზის სიახლოვეს

11 February, 2025
“ნეონატოლოგიურმა კლინიკა N ქირონ +”- მა „Accreditation Canada“-ს სერტიფიკატი მიიღო – უმაღლესი აღიარება ჯანდაცვის სექტორში

“ნეონატოლოგიურმა კლინიკა N ქირონ +”- მა „Accreditation Canada“-ს სერტიფიკატი მიიღო – უმაღლესი აღიარება ჯანდაცვის სექტორში

თებერვალი 11, 2025
სიმეტრია თუ ასიმეტრია – რა ჯობია მისაღებ ოთახში

სიმეტრია თუ ასიმეტრია – რა ჯობია მისაღებ ოთახში

თებერვალი 11, 2025
ტყე და იმუნიტეტი – ბუნებაში დროის გატარება კიბოს პრევენციის ეფექტური მეთოდია?

ტყე და იმუნიტეტი – ბუნებაში დროის გატარება კიბოს პრევენციის ეფექტური მეთოდია?

თებერვალი 11, 2025
რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

23 იანვარი 2025
მეცნიერებმა სამყაროს მთავარი სტრუქტურის – კოსმოსური აბლაბუდის საუკეთესო გამოსახულება მიიღეს

მეცნიერებმა სამყაროს მთავარი სტრუქტურის – კოსმოსური აბლაბუდის საუკეთესო გამოსახულება მიიღეს

თებერვალი 11, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ბოლოკის სასარგებლო თვისებების შესახებ რა უნდა ვიცოდეთ

ბოლოკის სასარგებლო თვისებების შესახებ რა უნდა ვიცოდეთ

თებერვალი 11, 2025
ექსკლუზიური ინტერვიუ მარგარეტ დაიაურთან – გოგონა, რომელმაც ხევსურთს ახალი სული შთაბერა ✨️

ექსკლუზიური ინტერვიუ მარგარეტ დაიაურთან – გოგონა, რომელმაც ხევსურთს ახალი სული შთაბერა ✨️

თებერვალი 11, 2025
17 ფაქტი ბარსელონას შესახებ, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ

17 ფაქტი ბარსელონას შესახებ, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ

11 თებერვალი 2025
„ღიად დატოვებული გაზის ონკანები აფერხებს გაზმომარაგების აღდგენის პროცესს“ – „თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს

„ღიად დატოვებული გაზის ონკანები აფერხებს გაზმომარაგების აღდგენის პროცესს“ – „თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 11, 2025
2024 წელს ქართველმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ 2 მილიარდ ლარზე მეტი დახარჯეს – საქსტატის სტატისტიკა

2024 წელს ქართველმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ 2 მილიარდ ლარზე მეტი დახარჯეს – საქსტატის სტატისტიკა

თებერვალი 11, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი